ასპინძის სოფელ დამალაში კულტურის ცენტრი გაიხსნა

398

14 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დამალაში ახლად რეაბილიტირებული კულტურის ცენტრი გახსნეს.

პროექტის ფარგლებში, კულტურის ცენტრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა: მოეწყო მეთლახის და ხის იატაკი, კარ- ფანჯრები, შეკიდული ამსტრონგის ჭერი, ბეტონის სარინელი და ბაზალტის ბორდიურები, გაილესა და შეიღება შიდა ოთახები, დამონტაჟდა თეატრალური სკამები.

კულტურის ცენტრის რეაბილიტაციისთვის 224 777 ლარი დაიხარჯა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, 15-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული.