ხონში აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ლაბორატორია მოეწყობა

455

სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტომ (Slovak Aid) აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროექტი – ,,იძულებით გადაადგილებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ლაბორატორია“ დააფინანსა.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, მინდია სილოგავამ და სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, პაველ ვიზდალიმ მოაწერეს.

როგორც დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტი ითვალისწინებს ხონში არსებულ N4 საჯარო სკოლაში კომპიუტერული ლაბორატორიის შექმნას, რომლითაც ხონის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები მოსწავლეები ისარგებლებენ.