13 ივლისს, ხულდარაში, სათემო ცენტრის ორგანიზებით, სოფლის კრება ჩატარდა. ადგილობრივები „გარაჟშში“ შეიკრიბნენ და სოფელში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. როგორც ცენტრის დამფუძენებლი ქამრან აფანდიევი ამბობს, მსგავსი აქტივობები სოფლის მოსახლეობისთვის აუცილებელია. ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტში არსებულ სათემო ცენტრებს მოსახლეობის ინფორმირებასა და გააქტიურებაში, მნიშვნელოვანი როლი აქვს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
“ჩვენ ორი კვირით ადრე შვიდ სათემო ცენტრში ჩავატარეთ სოფლის საჭიროებების კვლევა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ხულდარას მოსახლეობას აქვს სასმელი წყლის პრობლემა და ფიქრობენ, რომ 2022 წლის ბიუჯეტში ასახონ. 5 წლის წინ, თითქმის არაფერი კეთდებოდა სოფელ ხულდარაში, თუმცა ახლა აქვთ მოასფალტებული გზა, ახალაშენებული სკოლა, კარგი განათება, სათემო ცენტრი, გაკეთებული პროექტები ბევრია, მაგრამ გასაკეთებელიც ბევრია. ვფიქრობ, რომ ყველა სოფელში არის საჭიროება, სათემო ცენტრების შემნა და მოსახლეობის მობილიზება. იმიტომ, რომ სახლში ვსხედვართ და არ ვიცით ვის რა უჭირს და კვლევის შედეგად ნათელია ის პრობლემები, რომელიც ადრე არ ვიცოდით“ – ამბობს ქამრან აფანდიევი
აღსანიშნავია, რომ „ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“ 12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით შვიდ სოფელში გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა ეხებოდა სოფლების საჭიროებასა და კოვიდ პანდემიით გამოწვეულ პროებლემებს. 1068 გამოკითხულიდან უმრავლესობა სასმელ და სარწყავი წყლის პრობლემას ასახელებს.
ახალი აზროვნების ინსტიტუტი სათემო ცენტრებთან ერთად ახორციელებს რეგიონალურ პროექტს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS პროექტის მხარდაჭერით.