ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ბაღებისა და სკოლებისთვის იყო გაცემული, საკმაოდ ეფექტური იყო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე არ იკვეთება ახალი საჭიროებები რეკომენდაციების გაცემის კუთხით.
„ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ბაღებისა და სკოლებისთვის იყო გაცემული, საკმაოდ ეფექტური იყო. მნიშვნელოვანია გაცემული რეკომენდაციების ეფექტური აღსრულება და მონიტორინგი, რაზეც პასუხისმგებელი სრულად განათლების სამინისტროა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან შრომის ინსპექციისა და ეპიდემიოლოგების ჩართულობით. ამ ეტაპზე არ იკვეთება ახალი საჭიროებები რეკომენდაციების გაცემის კუთხით, თუმცა მონიტორინგი იმ მიმართულებით, რომ ყველა გაცემული რეკომენდაცია ხარისხობრივად სწორად იყოს აღსრულებული, კვლავ ძალაში რჩება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.