ორთაბათუმი-წიქარეულის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია სრულდება

345

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ორთაბათუმი-წიქარეულის მიმართულებით 500 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  უკვე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები. რეაბილიტირებული გზით 40-მდე ადგილობრივი ოჯახი შეძლებს გადაადგილებას.