გორში, ავტობუსის გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების მონტაჟი დაიწყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
რადიო “მოზაიკა” ორი დღის წინ დაინტერსდა, როდიდან გამოჩნდებოდა გაჩერებებზე ტაბლოები. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ “მონტაჟი მალე დაიწყებოდა”, თუმცა ზუსტ დროზე არ უსაუბრიათ.
ინფორმაციისთვის, გორში მუნიციპალური ტრანსპორტი თებერვლიდან ამუშავდა. 30 ავტობუსის შესაძენად გორიამ მერიამ 10 წლიანი სესხი აიღო.