"მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა დაფინანსება" - ამ პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის მერის მიერ შექმნილმა კომისიამ გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.
ჯამში, განიხილეს 44 განცხადება, საიდანაც 40-მა სტუდენტმა კონკურსით გათვალისწინებული მოთხოვნები დააკმაყოფილა.
მერიის ცნობით, გამარჯვებული ახალგაზრდები 500 ლარიან დაფინანსებას მიმდინარე თვის ბოლომდე მიიღებენ. თანხა 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შეფასების შესაბამისად გაიცემა.
იმ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მიიღეს დაფინანსება კომისიის მიერ დასაბუთებული პასუხი გაეცემათ.
სტუდენტთა ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
"ავტომობილებისთვის, რომლეთა გამონაბოლქვშიც დამაბინძურებელი ნივთიერება დადგენილ ნორმას აღემატება, შესაძლოა პასუხისმგებლობა გამკაცრდეს", - ამის შესახებ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში წერია. იგი საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
დოკუმენტის თანახმად, ცვლილების შეტანა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ იგეგმება. მიზანი პასუხისმგებლობის გამკაცრებაა ისეთი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისთვის, რომელთა გამონაბოლქვშიც გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა დადგენილ ნორმატივებს აღემატება.
პირველკლასელები 15 სექტემბრის ნაცვლად, სწავლას 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში განაახლებენ. გადაწყვეტილება საქართველოს განათლების სამინისტრომ მიიღო.
უწყების ცნობით, ეს იმ ქალაქებსა და სოფლებს შეეხება, სადაც სასწავლო პროცესის განახლებამდე კოვიდის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ქვემოთ იქნება.
"განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და...
ჩამონგრეული კედლები, დაზიანებული იატაკი და შენობა მინების გარეშე - ეს ვითარება ქედაში, დაბა მახუნცეთში არსებულ საზაფხულო თეატრშია. სივრცე, რომლის კეთილმოწყობისთვისაც მუნიციპალიტეტის მერიამ ასეულობით ლარი გადაიხადა, დღეს ისევ სარემონტოა. არა და თეატრის შენობა მერიამ სულ რაღაც 3 წლის წინ ჩაიბარა. ჩაიბარა, თუმცა ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ არ შესულა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ხარვეზებულით შესრულებული საზაფხულო თეატრის შენობა, სხვა ობიექტებთან ერთად, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც...
პარტია „ საქართველოსთვის„ ბათუმის მერობის კანდიდატი, ხელისუფლებას, მხარდამჭერების შანტაჟში ადანაშულებს. ირაკლი მიქელაძის განცხადებით, მათზე ზეწოლა ყოველდღიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
6 სექტემბერს საკუთარი კანიდიდატურა მოხსნა ხულოს საკრებულოში, რიყეთი-დიოკნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ილია კოჩალიძემ. პარტიაში, ამ დრომდე არ იციან მისი ადგილსამყოფელი.
„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ოპონენეტების რეალურ სახეს კანდიდატები უკვე ხედავენ და პარტიასაც ამიტომ ტოვებენ. მმართველ გუნდში კატეგორიულად უარყოფენ გადაბირების და...
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ წონიარისის საჯარო სკოლა, მალე ნინა ვაჩეიშვილის სახელობის იქნება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
სახელდების მინიჭებაზე, ქედის საკრებულომ უკვე იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო. ნინა ვაჩეიშვილი, ამავე სკოლაში, წლების განმავლობაში ასწავლიდა.
„გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, სოფლების აღაიანი-ლამისყანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ამასთანავე პროპორციული საარჩევნო სიის წევრმა - ჯამბულ ბეგიაშვილმა ყოფილი პრემიერის პარტია დატოვა.
მან უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას და პირადი განცხადების საფუძველზე საკუთარი კანდიდატურის რეგისტრაციიდან მოხსნა მოითხოვა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოჯახის ექიმებს დაევალებათ, რომ 60 წლის ზემოთ მყოფ მოქალაქეებს მნიშვნელოვანი საინფორმაციო ღონისძიებები ჩაუტარონ.
როგორც ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ოჯახის ექიმები საკუთარ უბნებზე გააქტიურდებიან. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად პენსიონერებისთვის, სხვადასხვა ფინანსურად წამახალისებელ ღონისძიებებზე იმსჯელებენ.
„60 წლის მოქალაქეებისთვის დაშვებას ვაკეთებთ, რომ რთული შეიძლება იყოს რეგისტრაცია. პირველი და მნიშვნელოვანი აქტივობა ოჯახის ექიმების იქნება, რომლებსაც დაევალებათ მნიშვნელოვანი...
ნამდვილად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ რეგიონში პირველი "აუთლეტ ვილიჯის" მშენებლობა დაიწყო და სულ რაღაც ერთ წელიწადში საქართველოში გაიხსნება სავაჭრო ქალაქი, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ქვეყანაში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "აუთლეტ ვილიჯის" პროექტის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნული პროექტის ღირებულება 70 მილიონია და ეს პირდაპირი ინვესტიციაა.
"კომპანია "დომუსი" ახორციელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლის ღირებულებაც...
როდესაც 7 დღის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 4 % იქნება, თავისუფლად შეგვიძლია გავცეთ რეკომენდაცია, რომ კლასში სწავლის დაწყება შესაძლებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი დაკლებულია, რის გამოც, მოსალოდნელია, რომ შემდეგ დღეებში დადებითობის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად დაიკლოს.
“ჩვენ საკმაოდ დადებითი პროგნოზი გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი დაკლებულია, რაც პროგნოზულად იმის მაჩვენებელია,...
მე, პარტია „საქართველოსთვის“ ხაშურის მერობის კანდიდატს, მემუქრებიან როგორც პირადი, ისე ჩემი კომპანიების საკუთრებაში არსებული ავტომანქანების და უძრავი ქონების გადაწვით, ბიზნესსაქმიანობის შეჩერებით, - ამის შესახებ ზვიად ტეფნაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.
როგორც ხაშურის მერობის კანდიდატი აცხადებს, „ქართული ოცნება“ მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიმართავდა.
„დღეს ჩემი ყოფილი თანაგუნდელები კადრულობენ იმას, რასაც 2012 წელს უარი...
კალაძის განცხადება, რომ ექსპერტიზის დასკვნამ მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქნის არამდგრადობა გამოავლინა და სარეაბილიტაციო სამუშაოები ამის გამო გაჭიანურდა არის არასერიოზული, - ამის შესახებ „ლელოს“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აჯობებდა კახა კალაძეს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაზე ესაუბრა და არა პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე.
„ადამიანებს აინტერესებთ, როდის აღდგება მეტროსადგურის მუშაობა. მათ აქვთ კონკრეტული პრობლემა და სჭირდებათ ამ პრობლემის გადაწყვეტა. მერია იმისთვის არსებობს ქალაქში, რომ ადამიანებს ეს...
პარლამენტმა კოვიდრეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული ამნისტია დაამტკიცა. “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტები, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს.
“ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ” პროექტი მიზნად ისახავს 2021 წლის 23 ივნისამდე ჩადენილ ყველა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისა და სახდელისგან პირების გათავისუფლებას, რომელიც იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევას მოიცავს.
რაც შეეხება “ამნისტიის შესახებ“ პროექტს, ის როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების სისხლის სამართლებრივი...
პარტია „ანა დოლიძე- ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ, დედაქალაქის განვითარების ხედვა წარადგინა.
როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, მისი, როგორც მერობის კანდიდატის სლოგანია - „თბილისი ხალხისთვის“.
„მეგობრებო, დღეს არის ის მომენტი, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ეს მომენტი არის შესაძლებლობა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვტოვოთ. ეს არის შესაძლებლობა, რომ ავაშენოთ მდიდარი ქვეყანა, შესაძლებლობა, რომ შევქმნათ სამართლიანი სასამართლო, რომ ჯანდაცვა გავხადოთ...
თბილისის მერმა კახა კალაძემ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ავტორებს მადლობის სიგელები გადასცა.
კახა კალაძემ ახალგაზრდა დიზაინერები - ალექსი სოსელია, უჩა წოწერია, ნიკა კაპატაძე, გიორგი მელაძე და გიორგი პავლიაშვილი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიიწვია და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
„რამდენიმე დღის წინ ფანასკერტელის ქუჩაზე ძალიან კარგი სკვერი გავხსენით, რომელიც მანამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად რთული მდგომარეობა...
დღემდე 2000-ზე მეტი ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა - მხედველობაში მაქვს ბინების დაკანონება იმ პირებისთვის, ვინც სახელმწიფო დაწესებულებებში 10, 15-20 წელია ცხოვრობდნენ და ვერ იკანონებდნენ ამ ფართებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ 2017 წელს ეს მისი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო.
„დაახლოებით 300 მილიონზე მეტი ღირებულების თანხა უკვე გადაცემულია ასეთ ოჯახებზე. დღეს ვარკეთილის რაიონში 55 ოჯახს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































