40 წარჩინებული სტუდენტი ხელვაჩაურში, რომელიც მუნიციპალიტეტისგან 500 ლარიან სტიპენდიას მიიღებს

596

“მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა დაფინანსება” – ამ პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის მერის მიერ შექმნილმა კომისიამ გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.

ჯამში, განიხილეს 44 განცხადება, საიდანაც 40-მა სტუდენტმა კონკურსით გათვალისწინებული მოთხოვნები დააკმაყოფილა.

მერიის ცნობით, გამარჯვებული ახალგაზრდები 500 ლარიან დაფინანსებას მიმდინარე თვის ბოლომდე მიიღებენ. თანხა 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შეფასების შესაბამისად გაიცემა.

იმ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მიიღეს დაფინანსება კომისიის მიერ დასაბუთებული პასუხი გაეცემათ.

სტუდენტთა ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.