ცნობილია, სად განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში 4 ოქტომბრიდან

453

პირველკლასელები 15 სექტემბრის ნაცვლად, სწავლას 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში განაახლებენ. გადაწყვეტილება საქართველოს განათლების სამინისტრომ მიიღო.

უწყების ცნობით, ეს იმ ქალაქებსა და სოფლებს შეეხება, სადაც სასწავლო პროცესის განახლებამდე კოვიდის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ქვემოთ იქნება.

“განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდა პირველი კლასისა, 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ასევე, 4 ოქტომბრამდე არ იმუშავებენ კერძო და სახელმწიფო ბაღები.