ჩამონგრეული კედლები, დაზიანებული იატაკი და შენობა მინების გარეშე – ეს ვითარება ქედაში, დაბა მახუნცეთში არსებულ საზაფხულო თეატრშია. სივრცე, რომლის კეთილმოწყობისთვისაც მუნიციპალიტეტის მერიამ ასეულობით ლარი გადაიხადა, დღეს ისევ სარემონტოა. არა და თეატრის შენობა მერიამ სულ რაღაც 3 წლის წინ ჩაიბარა. ჩაიბარა, თუმცა ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ არ შესულა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ხარვეზებულით შესრულებული საზაფხულო თეატრის შენობა, სხვა ობიექტებთან ერთად, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა. სამაგიეროდ, ეს მდგომარეობა გამორჩა ქედის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს, რომელსაც პრობლემა თვალწინ აქვს.