კასპში გახარიას პარტია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

306

„გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, სოფლების აღაიანი-ლამისყანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ამასთანავე პროპორციული საარჩევნო სიის წევრმა – ჯამბულ ბეგიაშვილმა ყოფილი პრემიერის პარტია დატოვა.

მან უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას და პირადი განცხადების საფუძველზე საკუთარი კანდიდატურის რეგისტრაციიდან მოხსნა მოითხოვა.