პარტია “საქართველოსთვის” ბათუმის მერობის კანდიდატი ხელისუფლებას მხარდამჭერების შანტაჟში ადანაშულებს

645

პარტია „ საქართველოსთვის„ ბათუმის მერობის კანდიდატი, ხელისუფლებას, მხარდამჭერების შანტაჟში ადანაშულებს. ირაკლი მიქელაძის განცხადებით, მათზე ზეწოლა ყოველდღიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

6 სექტემბერს საკუთარი კანიდიდატურა მოხსნა ხულოს საკრებულოში, რიყეთი-დიოკნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ილია კოჩალიძემ. პარტიაში, ამ დრომდე არ იციან მისი ადგილსამყოფელი.

„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ოპონენეტების რეალურ სახეს კანდიდატები უკვე ხედავენ და პარტიასაც ამიტომ ტოვებენ. მმართველ გუნდში კატეგორიულად უარყოფენ გადაბირების და ზეწოლის ფაქტებს.