ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ წონიარისის საჯარო სკოლა, მალე ნინა ვაჩეიშვილის სახელობის იქნება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
სახელდების მინიჭებაზე, ქედის საკრებულომ უკვე იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო. ნინა ვაჩეიშვილი, ამავე სკოლაში, წლების განმავლობაში ასწავლიდა.