ავტომობილებისთვის, რომელთა გამონაბოლქვშიც დამაბინძურებელი ნივთიერება დადგენილ ნორმას აღემატება, შესაძლოა, პასუხისმგებლობა გამკაცრდეს

377

“ავტომობილებისთვის, რომლეთა გამონაბოლქვშიც დამაბინძურებელი ნივთიერება დადგენილ ნორმას აღემატება, შესაძლოა პასუხისმგებლობა გამკაცრდეს”, – ამის შესახებ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში წერია. იგი საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

დოკუმენტის თანახმად, ცვლილების შეტანა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ იგეგმება. მიზანი პასუხისმგებლობის გამკაცრებაა ისეთი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისთვის, რომელთა გამონაბოლქვშიც გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა დადგენილ ნორმატივებს აღემატება.