მთაწმინდაზე, სულხან-საბა ორბელიანის სკვერში პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ინიციატივით“ თვითშემოქმედი მთაწმინდელების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. პარალელურად პარტიის ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ამომრჩევლებს მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ქოქოსაძე წარუდგინა. "დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ მთაწმინდელები ერთმანეთს შეხვდნენ, გაუზიარონ თავისი თვითშემოქმედება და რაც მთავარია, კარგი ხასიათი. ღია სივრცეში, ყველა რეგულაციის დაცვით, ჩვენ შევხვდით ამომრჩეველს, მთაწმინდელებმა ერთმანეთს აჩვენეს თავიანთი თვითშემოქმედება. აქ არის ყველა ასაკის ხალხი,...
ავტორი: მაგდა პოპიაშვილი 2021 წლის 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერებსა და საკრებულოს წევრებს კიდევ ერთხელ ავირჩევთ. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ეს არჩევნები რიგით მეცხრეა, როცა საქართველოს მოქალაქეებს ჩვენს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობა გვეძლევა. 1991 წლიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა, შეიცვალნენ ხელისუფლებები, იცვლებოდა ხელისუფლების დანაწილების მოდელები, თვითმმართველობის სისტემები და მათი არჩევის წესი, მაგრამ თავად გამართული ადგილობრივი თვითმმართველობა, პირველი არჩევნებიდან 34 წლის...
„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი, ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და სოფელ ყულიშკარის უბნის უფროსი, რევაზ გვილია პარტიას ტოვებს. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, „ენმ“-ს დატოვების მიზეზი მისი ყოფილი პარტიისა და გიორგი გახარიას მჭიდრო კავშირებია. „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და პირდაპირ გეტყვით, რომ მაქვს ამის ძალიან მყარი საფუძველი. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩემთვის აშკარაა, რომ „ენმ“-ის ლიდერები ძალიან მჭიდრო კავშირში არიან გახარიას პარტიასთან...
გორის ადგილობრივი ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 8 200 000 ლარით გაიზრდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით, ეს იქნება პირველადი ვერსია, ტრანსფერების გარეშე. სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსებისა და ბიუჯეტში ცვლილებების ეტაპობრივად შეტანის შედეგად კი, ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. დალი ტლაშაძის განმარტებით, 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში პერიოდულად ცვლილებების შეტანის შემდეგ, ამჟამინდელი დოკუმენტი მე-5 ვარიანტია, რომელიც 60 000 000 ლარითაა წრმოდგენილი. “რომ შევადაროთ 2021...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულის საკრებულოში მოსახვედრად 9 პარტიის წარმომადგენელი იბრძოლებს. ერთ-ერთი პარტია, რომელმაც მარნეულის საკრებულოში ადგილების მოპოვების მიზნით მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში პროპორციული სია დაარეგისტრირა „მესამე ძალაა“. „მესამე ძალა“ ორი ოქტომბრის არჩევნებზე N1 ნომრით იბრძოლებს. გთავაზობთ „მესამე ძალის“ მიერ მარნეულის საოლქო საარჩენო კომისიაში დარეგისტრირებული კანდიდატების სიას: 1. ფუად კახრამანოვი 2. ფარიკ მურსაკულოვი 3. მუსამბარ ხაჯაევა 4. ზაურ გუსეინოვი 5. ფრარიდ მურსაკულოვი 6. აიგუნ მურსაკულოვა 7. პარვინ გუსეინოვი 8. რომან...
ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტია და პროპორციული სია გიორგი ჯოჯუამ დატოვა. შესაბამისი განცხადება ჯოჯუამ დღეს ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა და მისი კანდიდატურის სიიდან ამოღება ითხოვა. ასევე, დღეს გახარიას პარტია დატოვა ხობის პარტიის წევრმა და აგიტატორმა შორენა თოდუამ. ის გახარიას პარტიას ენმ-სთანა ალიანსში ადანაშაულებს, აცხადებს რომ მისი მთავარი მიზანი დესტაბილიზაციის შექმნაა: „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია საქართველოსთვის, რადგანაც არ მომწონს ძალა, რომელიც აპელირებულია ყოფილ ხელისუფლებასთან, ამათი...
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ რაჭაში ამბროლაურის და ონის მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები წარადგინა. პარტიამ ონის მერობის კანდიდატად იმედა მეშვილდიშვილი წარადგინა. 1. ემზარ საბანაძე - სიის პირველი ნომერი და მაჟორიტარობის კანდიდატი ქალაქ ონში. 2. ანა ბაქრაძე 3. თეიმურაზ ცეცაძე 4. თამაზ მეტრეველი 5. ეკა მაისურაძე მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: 1. თამაზ მეტრეველი - გომისა და უწერის თემი. 2. ალექსანდრე ენუქიძე - კვაშხიეთის, ფარახეთისა და შქმერის თემი 3. მამუკა გოგრიჭიანი - ღებისა...
რუსთავში პარტია "მოქალაქეების" ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნაზე იმყოფებოდა პარტიის ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის პროპორციული სიის 1-ელი ნომერი, დავით კაპანაძე იქნება, რომელიც ამჟამად საკრებულოს მოქმედი დეპუტატია. "საკრებულოში გახლდით 4 წელი უპარტიოდ, ფრაქციაშიც არ გახლდით და ერთ კაცს რაც კი შემეძლო, საკითხებს ვაპროტესტებდი კიდევაც, მაგრამ ვერ მოვერიე სიტუაციას იმიტომ, რომ ოცნებას იქ 18 კაცი ჰყავდა და უმრავლესობა. ჩემი...
რუისის არხს რეაბილიტაციის შემდეგ 3 ,,გამშვები პუნქტი'' აკლია. ასევე, გაირკვა, რომ სამუშაოების დროს, 23 ტონა ღორღის ნაცვლად, 12 ტონა ღორღი გამოიყენეს. მიუხედავად ამისა, ქარელის მერიამ კომპანია ,,რიონი 2015''-ს მთლიანი თანხის 97% აუნაზღაურა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ხელშეკრულების მიხედვით, რუისის ცენტრალურ სარწყავ მაგისტრალზე 8 გამშვები პუნქტი უნდა მოწყობილიყო, თუმცა ადგილზე 5 აღმოჩნდა. ამავე მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებელმა შეასრულა 38 698,23...
გორში, საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა ე.წ. ნეიტრალურმა 15-მა წევრმა დატოვა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ინფორმაციას 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი ადასტურებს. მისი თქმით, 15-ვე წევრმა ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, მათ ჩასანაცვლებლად კი, ხელახალი კონკურსი ცხადდება. "გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ოლქის მიერ არჩეულმა 15 - მა კომისის წევრმა შეიწყვიტა საკუთარი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება, ძირითადი მოზეზი არის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ მაგივრად...
გორის მუნიციპალიტეტს 20 მლნ ლარამდე ვალი აქვს, – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა, პრიორიტეტების კვლევის დოკუმენტზე მსჯელობისას ისაუბრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მისი თქმით, ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში მზარდია და აღნიშნული ვალის გადახდა მუნიციპალიტეტს არ გაუჭირდება. “ნიქოზში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ავიღეთ ვალი, ნარჩენებით მართვის გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები გვქონდა შესასრულებელი და ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენისთვის ავიღეთ ვალი. საერთო ჯამში სესხად აღებულმა თანხა 200...
გორის მერის უფლებმოსილების ვადის ამოწურვამდე თვეზე ნაკლები რჩება. კონსტანტინე თვაზარაშვილი განხორციელებულ სამუშაოებს აჯამებს და აცხადებს, რომ თითქმის ყველა დაპირება შეასრულა, თუმცა არსებობს პროექტები, რომელთა განხორციელებაც საჭირო თანხების უქონლობის გამო კონსტანტინე თავარაშვილმა ვერ შეძლო.  მათ შორისაა კომბინატისა და წმინდაწყლის დასახლებებს შორის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა და “ახალბაღის” ტერიტორიიდან “გორიჯვრის” სალოცავამდე საბაგირო გზის მოწყობა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “არსებობს ისეთი პროექტები, რომელთა განხორციელებაც...
პარტიის “საქართველოსთვის” საარჩევნო შტაბს ერასტი ელიჯარაშვილი უხელმძღვანელებს. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს ის მას შემდეგ შეურთდა, რაც გორის მერი პოლიტიკური ნიშნით დევნაში დაადანაშაულა და თანამდებობა დატოვა. ერასტი ელიჯარაშვილი გორის მერის პირველ მოადგილედ გიორგი ხოჯევანიშვილის გუბერნატორობის პერიოდში, 2019 წლის იანვარში დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან 2021 წლის მაისამდე იმუშავა. ერასტი ელიჯარაშვილმა თანამდებობა მეორე მოადგილესთან, პაატა ივანიშვილთან ერთად დატოვა. ორივე მათგანი დღეს პარტიის...
ქუთაისში აღმაშენებლის ახალადდაგებულ ქუჩაზე კანალიზაციის მილები გაიჭედა და კორპუსის პირველ სართულზე პრობლემები შექმნა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. გზის რეაბილიტაცია 8 თვეა მიმდინარეობს და გზის ახალლადდაგებულ საფარის ქვეშ საკანალიზაციო ჭებს ვერ პოულობენ. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილზე იყო მისული "მესამე ძალა - სტრატეგია  ღმაშენებლის " ქუთაისის მერობის კანდიდატი. ანდრო ლოსაბერიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" საარჩევნოდ ქუჩების რეაბილიტაციას ჩქარობს და სამუშაოებს უხარისხოდ ასრულებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ე.წ. საგზაო ბოძკინტების შესაძენად მერიას 3000 ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერის პირობების მიხედვით, 20 ცალი სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი უნდა იყოს წყალგამძლე საღებავით შეღებილი და მისი მონტაჟი მიმწოდებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს. შერჩეულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა ქალაქში ე.წ საგზაო ბოძკინტები.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე 3 ვაკანტური ადგილის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, აქედან ორ პოზიციაზე დახურული კონკურსია, ერთზე კი, ღია. ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე უწყებამ ღია კონკურსი გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ განაცხადის შეტანა ვაკანსიაზე შეუძლია ნებისმიერ პირს, ვინც ვაკანსიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აღნიშნულ პოზიციაზე, სადაც თანამდებობრივი სარგო 900 ლარია,  მერია ითხოვს უმაღლეს განათლებას...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ