ქუთაისში აღმაშენებლის ახალადდაგებულ ქუჩაზე კანალიზაციის მილები გაიჭედა და კორპუსის პირველ სართულზე პრობლემები შექმნა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
გზის რეაბილიტაცია 8 თვეა მიმდინარეობს და გზის ახალლადდაგებულ საფარის ქვეშ საკანალიზაციო ჭებს ვერ პოულობენ.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილზე იყო მისული “მესამე ძალა – სტრატეგია ღმაშენებლის ” ქუთაისის მერობის კანდიდატი. ანდრო ლოსაბერიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” საარჩევნოდ ქუჩების რეაბილიტაციას ჩქარობს და სამუშაოებს უხარისხოდ ასრულებს.