რუისის არხს რეაბილიტაციის შემდეგ 3 ,,გამშვები პუნქტი” აკლია. ასევე, გაირკვა, რომ სამუშაოების დროს, 23 ტონა ღორღის ნაცვლად, 12 ტონა ღორღი გამოიყენეს. მიუხედავად ამისა, ქარელის მერიამ კომპანია ,,რიონი 2015”-ს მთლიანი თანხის 97% აუნაზღაურა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ხელშეკრულების მიხედვით, რუისის ცენტრალურ სარწყავ მაგისტრალზე 8 გამშვები პუნქტი უნდა მოწყობილიყო, თუმცა ადგილზე 5 აღმოჩნდა.
ამავე მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებელმა შეასრულა 38 698,23 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც ხელშეკრულების ღირებულების 97%-ს შეადგენს.
კომპანიის საქმიანობა შესყიდვების სააგენტომ შეისწავლა, თუმცა, იმის გამო, რომ მერიამ მიღება-ჩაბარების აქტით დაადასტურა, რომ კომპანიამ სამუშაოების 97% შეასრულა, ,,რიონი 2015” შავ სიაში არ შეიყვანეს.