ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტია და პროპორციული სია გიორგი ჯოჯუამ დატოვა. შესაბამისი განცხადება ჯოჯუამ დღეს ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა და მისი კანდიდატურის სიიდან ამოღება ითხოვა.
ასევე, დღეს გახარიას პარტია დატოვა ხობის პარტიის წევრმა და აგიტატორმა შორენა თოდუამ.
ის გახარიას პარტიას ენმ-სთანა ალიანსში ადანაშაულებს, აცხადებს რომ მისი მთავარი მიზანი დესტაბილიზაციის შექმნაა:
„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია საქართველოსთვის, რადგანაც არ მომწონს ძალა, რომელიც აპელირებულია ყოფილ ხელისუფლებასთან, ამათი მიზანი არის სიტუაციის არევა და არა არჩევნები, მათი მიზანია არა ადგილობრივების პრობლემების მოგვარება და ზრუნვა ხალხზე.მას შემდეგ, რაც ეს დავალებები წამოვიდა, ეს ცხადი გახდა, მე მათთან კავშირი გავწყვიტე და დღესვე დავტოვე პარტია ,,საქართველოსთვის“ – წერს Facebook-ზე შორენა თოდუა.