გორში, საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა ე.წ. ნეიტრალურმა 15-მა წევრმა დატოვა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ინფორმაციას 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი ადასტურებს.
მისი თქმით, 15-ვე წევრმა ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, მათ ჩასანაცვლებლად კი, ხელახალი კონკურსი ცხადდება.
“გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ოლქის მიერ არჩეულმა 15 – მა კომისის წევრმა შეიწყვიტა საკუთარი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება, ძირითადი მოზეზი არის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ მაგივრად გამოცხადებული იქნა კონკურსი და შევსებული იქნა კვოტები”, – აცხადებს მიეუაშვილი.