გორის მერიამ სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

285

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ე.წ. საგზაო ბოძკინტების შესაძენად მერიას 3000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

ტენდერის პირობების მიხედვით, 20 ცალი სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი უნდა იყოს წყალგამძლე საღებავით შეღებილი და მისი მონტაჟი მიმწოდებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს.

შერჩეულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა ქალაქში ე.წ საგზაო ბოძკინტები.