გორში გიორგი გახარიას საარჩევნო შტაბს ერასტი ელიჯარაშვილი უხელმძღვანელებს

787

პარტიის “საქართველოსთვის” საარჩევნო შტაბს ერასტი ელიჯარაშვილი უხელმძღვანელებს. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს ის მას შემდეგ შეურთდა, რაც გორის მერი პოლიტიკური ნიშნით დევნაში დაადანაშაულა და თანამდებობა დატოვა.

ერასტი ელიჯარაშვილი გორის მერის პირველ მოადგილედ გიორგი ხოჯევანიშვილის გუბერნატორობის პერიოდში, 2019 წლის იანვარში დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან 2021 წლის მაისამდე იმუშავა. ერასტი ელიჯარაშვილმა თანამდებობა მეორე მოადგილესთან, პაატა ივანიშვილთან ერთად დატოვა. ორივე მათგანი დღეს პარტიის “საქართველოსთვის” წევრია.