იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა. განკარგულებას ხელი პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა. შალამბერიძე მიმდინარე წლის მარტში სახელმწიფო რწმუნებლის პირველ მოადგილედ დაინიშნა.  მაისის შემდეგ კი, რაც შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა, რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა. ზვიად შალამბერიძე 2001-2004 წლებში გაერო-ს განვითარების პროგრამაში მუშაობდა, შემდეგ კი კერძო სექტორში, მათ შორის სადაზღევო კომპანიებში – "ჯი პი აი ჰოლდინგი“ და "ირაო“. 2015-2019 წლებში შპს „ფრეგოს“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის საჯარო სკოლის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ამ დროისთვის კი ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ტენდერში მონაწილეობის სურვილი ერთმა პრეტენდენტმა გამოთქვა. ამხანაგობა ს.ს. "სამშენებლო ტრესტი" და ს.ს. "სპეცმონოლითი"სამშენებლო სამუშაოებს 1 081 388 ლარად შეასრულებს. ორთაშენში 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობის მშენებლობისთვის ტენდერი მიმდინარე წლის ივნისში გამოცხადდა. ხელშეკრულების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს Design-Build მეთოდით საჯარო სკოლის...
მიმდინარე წელს თელავის მერიამ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები უნდა მოაწესრიგოს, თუმცა სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადებული ტენდერი უკვე მესამეს ჩაიშალა. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. "პირველ ჯერზე კომპანიებმა მიზეზად თანხის სიმცირე დაასახელეს, რის შემდეგაც მოხდა კორექტირება, თუმცა არც ამჯერად შედგა, მიზეზი უცნობია. აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა მსხვილ კომპანიებთან, პირადად ჩემი ჩართულობით მიმდინარეობს მოლაპარაკები და იმედი გვაქვს, მალე დავიწყებთ სამუშაოებს",-აღნიშნა სიღნაღის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ფასადის...
სტატიის გაგრძელება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის განხორციელებას იწყებს. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება . "სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ამიტომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში. სწორედ სამოქალაქო ბიუჯეტის არსიდან გამომდინარე, მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა თვითონ გადაწყვიტონ თუ რაში დაიხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები”,- განმარტავენ მერიაში.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ აფხაზეთის ომში დაღუპული პოლკოვნიკის ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია დააწესა. მერიის ინფორმაციით, ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან (91 – 100 ქულა შეფასებით) დაენიშნებათ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია. "5 უმაღლესი შეფასების სტუდენტს პირველი სემესტრის შეჯამების შემდგომ, დაენიშნებათ 500 ლარი ყოველთვიური სტიპენდია 6 თვის განმავლობაში. ასევე, სტიპენდია დაენიშნებათ 5 საუკეთესო სტუდენტს მომდევნო სემესტრის შეფასებისას. ამასთან, ერთიანი ეროვნული...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 ასაწყობი კონტეინერის შესაძენად 40 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განმარტავს, აღნიშნული ასაწყობი კონტეინერები სოციალური საცხოვრისის დანიშნულებით იქნება გამოყენებული. "სოციალური საცხოვრისები განთავსდება მაღალმთიან სოფლებში - საყავრე, მღებრიანი, ტამი და ასევე, ციცაგიაანთკარი", - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში. როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს გორის მერია ათამდე მიუსაფარი ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფას გეგმავს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტში...
წინა სტატია პოლონელმა ექსპერტებმა ადგილობრივ მოსახლეობას, ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს წმინდაწყლის დასახლების ჩრდილოეთი ნაწილის განვითარების გეგმა წარუდგინეს. პროექტის ავტორების განცხადებით, შენიშვნები, რომლებიც აღნიშნული შეხვედრის მონაწილეებმა გააჟღერეს, მაქსიმალურად აისახება გეგმის საბოლოო ვერსიაში და დოკუმენტის დაზუსტებული ვარიანტი გორის მერიას გადაეცემა. "58,3 ჰექტარი მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენისას გათვალიწინებული იქნა ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივები, რომლებიც პროექტის მომზადების პროცესში მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად შეგროვდა", - განმარტავენ...
 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში სკვერი მოეწყო. მერიის ინფორმაციით, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის სკვერში ფანჩატური, დეკორატიული განათება, სკამები და ნაგვის ურნები დამონტაჟდა. ასევე, პროექტის ფარგლებში შემოიღობა სკვერი და დაიგო ფილები. სამუშაოებისთვის მერიამ 22 419 ლარი გამოყო. როგორც მერიაში განმარტავენ, სკვერში გამწვანებაც მოეწყობა.
2019-20 სასწავლო წლისათვის რეგისტრირებული 53 506 პირველკლასელიდან საჯარო სკოლებში – 47 563, კერძო სკოლებში კი – 5 943 ბავში დარეგისტრირდა. სკოლებში 20 308 ადგილი კი ვაკანტური დარჩა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, იმ 108 საჯარო სკოლას შორის, სადაც არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა, მაღალმთიანი რეგიონები ლიდერობენ, რაც იმას მოასწავებს, რომ მაღალმთიან რეგიონებში საგანგაშო დემოგრაფიული მდგომარეობაა. ახლა კი ვნახოთ სკოლები, სადაც 2019-2020...
წინა სტატია ხარაგაულის სოფელ ბორითის მცხოვრებლებს ხევი-უბისას პროექტი გააცნეს და აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთათვის ვაკანტური პოზიციები წარადგინეს. როგორც ხარაგაულის მერიაში აცხადებენ, ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მშენებელი კოპანიის “Hunan Road and Bridge Construction Group-ის" წარმომადგენლები შეხვდნენ. "ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ხევი-უბისას პროექტსა და სურვილის შემთვევაში მშენებელი კომპანიის მხრიდან, მშენებლობის პირველ ეტაპზე...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში თამარ მეფის ქუჩის 1 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტს აგებენ. სამუშაოების ღირებულება, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით, 2019 წლის 30 ნოემბრამდე დასრულდება, 728 989 ლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით, ქუჩაზე ორფენიანი ასფალტის საფარი და ბეტონის სანიაღვრე კიუვეტები მოეწყობა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუჩაზე არსებულ მილხიდს. როგორც მერიაში განმარტავენ, თამარ მეფის ქუჩის საავტომობილო გზა სრულად ამორტიზირებული იყო. რეაბილიტაციის შედეგად კი, ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები...
წინა სტატია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა სრულად შეიზღუდება როგორც პანდუსზე, ასევე, პანდუსის მიმდებარედ, სანაპიროს მარჯვენა განაპირა ზოლზე. პროექტი სამ თვეში დასრულდება. "გასულ წელს აქ გარკვეული გამაგრებითი სამუშაოები ჩავატარეთ, რადგან ეს მონაკვეთი ავარიული იყო. წელს გადავწყვიტეთ, სრულად განვაახლოთ ეს კონკრეტული ადგილი. დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. საყრდენებისა და გარეგანათების...
სტატიის გაგრძელება საქართველოს პრემიერმინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, მთავრობა ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იან წილს ყიდის. განკარგულებით ელექტროსადგურის აუქციონის წესით გაყიდვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი მფლობელი საქართველოს სახელმწიფოა. ელექტროსადგური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი 24 მილიონდოლარიანი კრედიტით აშენდა. ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოში, ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით, პირველი პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია. სადგური...
ავტორი: ანი გუგეშაშვილი მაისის თვიდან ბათუმის მერიამ საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისა და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შემუშავებისთვის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის - "შენი იდეა ბათუმს" განხორციელება დაიწყო. საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის სხვადასხვა ფორმა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც ბათუმმა აირჩია, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული ვერსიაა. ამისათვის სპეციალურად შეიქმნა შესაბამისი ვებპლატფორმა, რომელიც მასზე დარეგისტრირებულ მოქალაქეს აძლევს როგორც საკუთარი იდეის წარდგენის, ისე მისთვის საინტერესო იდეებისათვის...
გორის მერია შპს "ახალ ქსელებს" გარეგანათების 18 ბოძს, ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენების განსათავსებლად მიაქირავებს. საკრებულომ მერიის ინიციატივას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. "ახალ ქსელებს" იჯარის ხელშეკრულებით 2 წლის ვადით გადაეცა გარეგანათების ბოძები, რომელიც სამადაშვილის, გორიჯვრის და კეცხოველის ქუჩებზეა განლაგებული. წლიური საიჯარო ქირა 18 გარეგანათების ბოძისთვის 1 080 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
თეთრიწყაროს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი სპორტული მოედანი ექნება. ა(ა)იპ "თეთრიწყაროს განვითარების ფონდის“ დაკვეთით, ე.წ. გარისის სტადიონის ტერიტორიაზე არსებული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ტრიბუნას, რომელიც გათვლილი იქნება 405 მაყურებელზე და დამონტაჟდება სკამები, აშენდება გასახდელები თავისი სველი წერტილებით, საზოგადოებრივი საპირფარეშო და ორი ადმინისტრაციული ოთახი. როგორც თეთრიწყაროს მერიაში აცხადებენ, პროექტის განხორციელების შედეგად, მოედანზე შესაძლებელი იქნება ეროვნული დონის სარაგბო და საფეხბურთო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ