თელავში კორპუსების რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი მესამედ ჩავარდა

1168

მიმდინარე წელს თელავის მერიამ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები უნდა მოაწესრიგოს, თუმცა სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადებული ტენდერი უკვე მესამეს ჩაიშალა. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

“პირველ ჯერზე კომპანიებმა მიზეზად თანხის სიმცირე დაასახელეს, რის შემდეგაც მოხდა კორექტირება, თუმცა არც ამჯერად შედგა, მიზეზი უცნობია. აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა მსხვილ კომპანიებთან, პირადად ჩემი ჩართულობით მიმდინარეობს მოლაპარაკები და იმედი გვაქვს, მალე დავიწყებთ სამუშაოებს”,-აღნიშნა სიღნაღის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფასადის რაებილიტაცია ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს და ქეთევან წამებულის ქუჩაზე განლაგებულ კორპუსებს ჩაუტარდებათ.