სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში გორის სოფელ ფლავისმანში სკვერი მოეწყო

776

 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში სკვერი მოეწყო.

მერიის ინფორმაციით, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის სკვერში ფანჩატური, დეკორატიული განათება, სკამები და ნაგვის ურნები დამონტაჟდა. ასევე, პროექტის ფარგლებში შემოიღობა სკვერი და დაიგო ფილები. სამუშაოებისთვის მერიამ 22 419 ლარი გამოყო.

როგორც მერიაში განმარტავენ, სკვერში გამწვანებაც მოეწყობა.