თეთრიწყაროში სპორტული მოედნის მშენებლობას 259 958 ლარი მოხმარდება

1497

თეთრიწყაროს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი სპორტული მოედანი ექნება. ა(ა)იპ “თეთრიწყაროს განვითარების ფონდის“ დაკვეთით, ე.წ. გარისის სტადიონის ტერიტორიაზე არსებული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ტრიბუნას, რომელიც გათვლილი იქნება 405 მაყურებელზე და დამონტაჟდება სკამები, აშენდება გასახდელები თავისი სველი წერტილებით, საზოგადოებრივი საპირფარეშო და ორი ადმინისტრაციული ოთახი.

როგორც თეთრიწყაროს მერიაში აცხადებენ, პროექტის განხორციელების შედეგად, მოედანზე შესაძლებელი იქნება ეროვნული დონის სარაგბო და საფეხბურთო ტურნირების ჩატარება.

“პროექტი ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვის (RDFG)-ის და ა(ა)იპ “თეთრიწყაროს განვითარების ფონდის” მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მიღებული გრანტით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ინვესტიცია 259 958 ლარს შეადგენს.  სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრამდე დასრულდება”, – განმარტეს მერიაში.