მუნიციპალიტეტები, რომლებსაც წელს პირველკლასელები არ ეყოლებათ

4889

2019-20 სასწავლო წლისათვის რეგისტრირებული 53 506 პირველკლასელიდან საჯარო სკოლებში – 47 563, კერძო სკოლებში კი – 5 943 ბავში დარეგისტრირდა. სკოლებში 20 308 ადგილი კი ვაკანტური დარჩა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, იმ 108 საჯარო სკოლას შორის, სადაც არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა, მაღალმთიანი რეგიონები ლიდერობენ, რაც იმას მოასწავებს, რომ მაღალმთიან რეგიონებში საგანგაშო დემოგრაფიული მდგომარეობაა.

ახლა კი ვნახოთ სკოლები, სადაც 2019-2020 სასწავლო წლისთვის არც ერთი პირველკლასელი არ ჩარიცხულა:

აჭარა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლა; ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლა; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომანაურის, სოფელ ჟანივრის, სოფელ ვანის, სოფელ ცხემლისის, სოფელ გომარდულის, სოფელ ზემოხევის, სოფელ წყაროთის, სოფელ ცინარეთის, სოფელ გოგაძეების და სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლები; ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარის, სოფელ მანიაკეთის, სოფელ კალოთის, სოფელ გელაურის, სოფელ სკვანის, სოფელ ვერნების, სოფელ მთისუბნის და სოფელ თხილვანის საჯარო სკოლები;

ბაღდათის სოფელი ხანი

იმერეთი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურის, სოფელ ჟონეთის, სოფელ გუბისწყლის და სოფელ დერჩის საჯარო სკოლები; ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლის, სოფელ ციხიის და სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლები; საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხვის და სოფელ ჭალოვანის საჯარო სკოლები; სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთის №1, სოფელ წიაღუბნის და ქალაქ სამტრედიის №6 საჯარო სკოლები; ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის №1, ქალაქ ჭიათურის №12, სოფელ მერევის, სოფელ ვაჭევის და სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლები; ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდის და სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლები; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის და სოფელ წევის საჯარო სკოლები; ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორის, სოფელ ზედა გორას, სოფელ გადიდის,  სოფელ დუცხუნის, სოფელ რომანეთის და სოფელ ონჯოხეთის საჯარო სკოლები; ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის №1 საჯარო სკოლა; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფის და სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლები;

სამეგრელო-ზემო სვანეთი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონის საჯარო სკოლა; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის №2 საჯარო სკოლა; მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის და  სოფელ დოშაყეს საჯარო სკოლსკოლები;

მცხეთა-მთიანეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამოვანის, სოფელ შატილის, სოფელ ზანდუკის, სოფელ მლეთის, სოფელ ოძისის, სოფელ ჩირიკის, სოფელ კაიშაურების და სოფელ ჩარგლის საჯარო სკოლები; თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის  და სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლები;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის, სოფელ ნამანევის, სოფელ ბოსტანის, სოფელ ჟოშხის, სოფელ ხოტევის და სოფელ პატარა ონის საჯარო სკოლები; ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის, სოფელ ჭიორის და  სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლები; ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის, სოფელ ორხვის, სოფელ თაბორის, სოფელ ღვირიშის, სოფელ ჩქუმის, სოფელ ლაილაშის, სოფელ აღვის, სოფელ საირმის და სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლები;

სამცხე-ჯავახეთი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების, სოფელ ვლადიმიროვკის და სოფელ სპასოვკის №2 საჯარო სკოლები; ახალციხის მუნიციპალიტეტის დაბა ვალეს №3 და ქალაქ ახალციხის №7 საჯარო სკოლები; ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის საჯარო სკოლა; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის, სოფელ აფნიის, სოფელ ბოზალის, სოფელ ბუზავეთის, სოფელ აზმანის და სოფელ ბარალეთის №2 საჯარო სკოლები.

ქვემო ქართლი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღკულის და სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლები; წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლა; დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს, სოფელ კიზილაჯლოს, სოფელ დაგარახლოს და სოფელ იფნარის საჯარო სკოლები;

კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის საჯარო სკოლა; ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარის საჯარო სკოლა; სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის №2 საჯარო სკოლა;

გურია – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლა;

შიდა ქართლი – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის და სოფელ კნოლევის საჯარო სკოლები;

აფხაზეთის №15 და №22 საჯარო სკოლები;

EDU.ARIS.GE-ის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გაცილებით დიდია ისეთი სკოლების რიცხვი, სადაც წელს მხოლოდ  1-დან 10-მდე პირველკლასელი დარეგისტრირდა. ასეთი სკოლა სულ 1 056-ია, მათ შორის 45-მდე კერძო სკოლაა.

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესი დასრულებულია და აგვისტოდან სასწავლო დაწესებულებები მათ დასახვედრად მზადებას დაიწყებენ.