სიღნაღის მერია სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის განხორციელებას იწყებს

817

სტატიის გაგრძელება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის განხორციელებას იწყებს. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება .

“სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ამიტომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში. სწორედ სამოქალაქო ბიუჯეტის არსიდან გამომდინარე, მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა თვითონ გადაწყვიტონ თუ რაში დაიხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები”,- განმარტავენ მერიაში.