გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 ასაწყობი კონტეინერის შესაძენად 40 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განმარტავს, აღნიშნული ასაწყობი კონტეინერები სოციალური საცხოვრისის დანიშნულებით იქნება გამოყენებული.
“სოციალური საცხოვრისები განთავსდება მაღალმთიან სოფლებში – საყავრე, მღებრიანი, ტამი და ასევე, ციცაგიაანთკარი”, – აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს გორის მერია ათამდე მიუსაფარი ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფას გეგმავს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტში 100 000 ლარია გათვალისწინებული.