თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში თამარ მეფის ქუჩის 1 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტს აგებენ. სამუშაოების ღირებულება, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით, 2019 წლის 30 ნოემბრამდე დასრულდება, 728 989 ლარს შეადგენს.
პროექტის მიხედვით, ქუჩაზე ორფენიანი ასფალტის საფარი და ბეტონის სანიაღვრე კიუვეტები მოეწყობა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუჩაზე არსებულ მილხიდს.
როგორც მერიაში განმარტავენ, თამარ მეფის ქუჩის საავტომობილო გზა სრულად ამორტიზირებული იყო. რეაბილიტაციის შედეგად კი, ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები კომფორტული და უსაფრთხო გზით ისარგებლებენ.