პოლონელმა ექსპერტებმა ადგილობრივ მოსახლეობას, ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს წმინდაწყლის დასახლების ჩრდილოეთი ნაწილის განვითარების გეგმა წარუდგინეს.
პროექტის ავტორების განცხადებით, შენიშვნები, რომლებიც აღნიშნული შეხვედრის მონაწილეებმა გააჟღერეს, მაქსიმალურად აისახება გეგმის საბოლოო ვერსიაში და დოკუმენტის დაზუსტებული ვარიანტი გორის მერიას გადაეცემა.
“58,3 ჰექტარი მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენისას გათვალიწინებული იქნა ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივები, რომლებიც პროექტის მომზადების პროცესში მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად შეგროვდა”, – განმარტავენ მერიაში.
მათივე ცნობით, დოკუმენტს პოლონური მხარე პროექტის „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ ფარგლებში ამზადებს.