გორის მერია შპს “ახალ ქსელებს” გარეგანათების 18 ბოძს, ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენების განსათავსებლად მიაქირავებს. საკრებულომ მერიის ინიციატივას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“ახალ ქსელებს” იჯარის ხელშეკრულებით 2 წლის ვადით გადაეცა გარეგანათების ბოძები, რომელიც სამადაშვილის, გორიჯვრის და კეცხოველის ქუჩებზეა განლაგებული.
წლიური საიჯარო ქირა 18 გარეგანათების ბოძისთვის 1 080 ლარის ოდენობით განისაზღვრა.