აღმოსავლეთ საქართველოს სამ სოფელში - ქარელში, რუისსა და ბედიანში, წვეთოვანი მორწყვის სისტემები დამონტაჟდა. წყლის მდგრადი მართვის სადემონსტრაციო პროექტი, რომელიც ფერმერობის განვითარებასა და კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ბრძოლას შეუწყობს ხელს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორცილდა. გაეროს განვითარების პროგრამიდან (UNDP) აცნობეს, წვეთოვანი მორწყვის სისტემების დანერგვა UNDP-GEF უფრო ფართო პროგრამის ნაწილია,...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოების წარმოების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 223-ე კმ-ზე არსებული ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის პანდუსები ჩაიკეტება. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული სამუშაოების გამო, დაწესდა დამატებითი საგზაო მოძრაობის დროებითი ორგანიზაციის შესაბამისი ღონისძიებები, საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის დასარეგულირებლად. საუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. გადაკეტვის/გადართვის (შეზღუდვის) ადგილები ღამის საათებში განათდება და მშენებლი ორგანზაცია შესასვლელ-გამოსავლელში მოძრაობის რეაგულირებას...
წინა სტატია ყველა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა საქართველოს მოქალაქე უკანონო ტყვეობიდან დროულად იქნას დახსნილი, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ უკანონოდ გატაცებული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საუბრისას. მისი თქმით, იმ მომენტიდან, როდესაც საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონოდ გატაცების შესახებ ცნობილი გახდა, ყველა...
"ევროპული საქართველოს" ლიდერები, დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია აცხადებენ, რომ არც ერთი რადიკალური სცენარი გამორიცხული არ არის, მათ შორის არც 2020 წლის არჩევნების ბოიკოტი. "ამ გადასახედიდან, 2020 წლისთვის პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება დასრულებულია. ამ ქვეყანაში ჩვენ შევედით უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში. ამ კრიზისის ფასს, სამწუხაროდ, გადაიხდის ყველა, მთელი საქართველო. მაგრამ ამ კრიზისის ფასი უნდა გადაიხადოს იმან, ვინც ეს შექნა, ეს არის...
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, რასაც საპატრულო პოლიციასთან მცირე დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ, აქციის მონაწილეები გზაზე არ გადაეშვათ, თუმცა, აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა მაინც შეძლეს. ამ დროისთვის პარლამენტის წინ აქციას მოძრაობა "სირცხვილია" და "შეცვალე" მართავენ. აქვე იმყოფება რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატების ნაწილიც. ოპოზიცია საღამოს 7 საათისთვის მასშტაბურ აქციას აანონსებს. როგორც ცნობილია, დღეს პარლამენტის...
"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირეს, მონები არ არიან. ამის შესახებ მან პროექტის ჩაგდების შემდეგ განაცხადა. "ჩვენი ოპონენტები არ ვიცი რამდენად იყვნენ პროპორციული სისტემის გასვლისაკენ, როდესაც ჯერ აანონსებდნენ და შემდეგ აორგანიზებდნენ აქციებს. ეძახონ ახლა მონები იმ მაჟორიტარებს, რომლებსაც მოიხსენიებდნენ მხოლოდ ღილაკზე თითის მიმჭერებად. აღმოჩნდა, რომ ასე თურმე არაა",...
არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა. უნდა მოვემზადოთ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ესაა ის დღის წესრიგი, რომლითაც ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შედეგად, რჩება ის მოცემულობა, რომელიც გვქონდა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების შემდეგ. „2020 წელს რჩება შერეული სისტემა 3%-იანი ბარიერით და ბლოკებით, შემდეგ 2024...
ვინც არ დაემორჩილება კანონიერ მოთხოვნას და მოახდენს პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას, მათ მიმართ კანონის ნორმები გატარდება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ პარლამენტის შენობის ცენტრალურ შესასვლელთან განაცხადა, სადაც მოძრაობა „სირცხვილიას" და „შეცვალეს" წევრებმა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს. სირაძის თქმით, შენობის ბლოკირება კანონით აკრძალულია, შესაბამისად, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, დაიცვან კანონი. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სპეცრაზმის შეყვანას გეგმავენ პარლამენტში, სირაძემ განაცხადა,...
საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. კანონის მიღებას ხმა 101-მა დეპუტატმა მისცა. 3 წინააღმდეგი წავიდა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.  სამი პროცედურის შემდეგ რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, მათგან 37-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. ყველა დეპუტატი, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო,...
წინა სტატია საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობა პროტესტის ნიშნად "ოცნების" შვიდმა დეპუტატმა დატოვა. ეს დეპუტატები არიან: თამარ ჩუგოშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, სოფიო ქაცარავა, გიორგი მოსიძე და ზაზა ხუციშვილი.ამის შესახებ განცხადება დეპუტატებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ...
„ქუდზე კაცი. ყველანი უნდა მიხვიდეთ პარლამენტის შენობასთან, რადგან მერე იქნება გვიანი", - ამის შესახებ აქცია „სირცხვილიას" ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო. მოძრაობა „სირცხვილიას" და „შეცვალეს" ორგანიზატორები პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის პიკეტირებას გეგმავენ. აქტივისტებმა 19:00 საათზე ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსეს. „დავიწყებთ, როგორც მინიმუმ ცენტრალური გამოსასვლელის პიკეტირებას. ყველანი უნდა მოხვიდეთ პარლამენტის შენობასთან, ახლა...
წინა სტატია თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინა ფრუიძემ, სოფიო ქაცარავამ და რამდენიმე სხვა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ განცხადება დეპუტატებმა თავად გააკეთეს, ხოლო მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნაა. მათი ინფორმაციით, უმრავლესობას 7 დეპუტატი ტოვებს. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა...
"მიუხედავად იმისა რომ უმრავლესობის დეპუტატებმა მხარი დავუჭიირეთ კანონპროექტს, საკამარისი არ აღმოჩნდა მისაღებად. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება (პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე) პარლამენტის მხრიდან არ არის მიღებული. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებით და შერეული სისტემით, რაც ნიშნავს პროპორციულის გარკვეული წესების გამოყენებას 2020 წლის არჩვნებში. ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა”, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ გააკეთა. კითხვაზე,...
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა. საკითხის ჩავარდნას დარბაზში მცირე შელაპარაკებაც მოჰყვა. პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საკმარისი ხმების მოგროვება ვერ მოხერხდა, ამიტომ 2020...
კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე, - ეს განცხადება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გააკეთა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჩხენკელმა განაცხადა, სპორტი დაკავშირებულია სკოლებთან, ამიტომ ამ სფეროებს შორის განსაკუთრებული ბმაა. „გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს, შემიძლია ჩემი პოზიცია გითხრათ, რომ კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე. როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, გეცნობებათ. რასაკვირველია, მჭიდრო კავშირშია ეს სფეროები ერთმანეთთან, მაგრამ გამოყოფის შემდეგაც, მინდა...
არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს მმართველ პარტიას, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარემ, მიხეილ ბენიძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, „დარჩეს საკუთარი სიტყვის ერთგული, არ მოატყუოს საკუთარი ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა და მხარი დაუჭიროს პროპორციული არჩევნების შემოღებას ქვეყანაში”. „ისტორიული მომენტია ახლა საქართველოს პარლამენტში. ეს კონსტიტუციური ცვლილების პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ