“ევროპული საქართველო” არც ერთ რადიკალურ სცენარს, მათ შორის არჩევნების ბოიკოტსაც არ გამორიცხავს

456

“ევროპული საქართველოს” ლიდერები, დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია აცხადებენ, რომ არც ერთი რადიკალური სცენარი გამორიცხული არ არის, მათ შორის არც 2020 წლის არჩევნების ბოიკოტი.

“ამ გადასახედიდან, 2020 წლისთვის პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება დასრულებულია. ამ ქვეყანაში ჩვენ შევედით უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში. ამ კრიზისის ფასს, სამწუხაროდ, გადაიხდის ყველა, მთელი საქართველო. მაგრამ ამ კრიზისის ფასი უნდა გადაიხადოს იმან, ვინც ეს შექნა, ეს არის „ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ უახლოეს დღეებში ჩვენ განვიხილავთ ნაბიჯებს. არ გამოვრიცხავ არაფერს, დაწყებული არჩევნების ბოიკოტით. ჩვენი ნაბიჯები იქნება მკვეთრი. ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„არავინ არ ჭამს ამ სპექტაკლებს. ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება, მისი პასუხისმგებლობა და ბუნებრივია დემოკრატიულ ოპოზიცია შესაბამისად ირიაგირებს. არც ერთი რადიკალური სცენარი აღარ არის გამორიცხული ამ ვითარებაში აქტიური ბოიკოტის ჩათვლით არჩევნების ამ სისტემის პირობებში და ივანიშვილის პირობებში, თუმცა არაფერს არ ვაანონსებ. მაგალითი მომყავს, თუ რა ტიპის რადიკალიზაციისკენ გადადგა ნაბიჯი ივანიშვილმა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.