თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინა ფრუიძემ, სოფიო ქაცარავამ და რამდენიმე სხვა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ განცხადება დეპუტატებმა თავად გააკეთეს, ხოლო მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნაა. მათი ინფორმაციით, უმრავლესობას 7 დეპუტატი ტოვებს.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.
საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარებულიყო.