ვინც არ დაემორჩილება კანონიერ მოთხოვნას და მოახდენს პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას, მათ მიმართ კანონის ნორმები გატარდება, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ პარლამენტის შენობის ცენტრალურ შესასვლელთან განაცხადა, სადაც მოძრაობა „სირცხვილიას” და „შეცვალეს” წევრებმა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს.
სირაძის თქმით, შენობის ბლოკირება კანონით აკრძალულია, შესაბამისად, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, დაიცვან კანონი.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სპეცრაზმის შეყვანას გეგმავენ პარლამენტში, სირაძემ განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს