ახალციხეში არსებული მუსლიმური სკოლა-პანსიონი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 000 ლარით დააჯარიმა და კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა. მიზეზად, კრიტიკული შეუსაბამობა სახელდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. საბარგო სადგურზე არსებულ სკოლა-პანსიონს საწარმოო პროცესი უკვე 25-ე დღეა შეჩერებული აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები დაწესებულებაში 22 სექტემბერს იმყოფებოდნენ. მათ პანსიონის სამზარეულოში 280 კილოგრამი ხორცი დალუქეს და შეუსაბამობების გამო, ხელმძღვანელობას 1 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. სკოლა-პანსიონის...
ბორჯომის მერიაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევად, ექვს ვაკანტურ პოზიციაზე შესული განცხადებები გადაირჩა. შედეგების მიხედვით, ორი პოზიცია - არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელების პოსტები კვლავ ვაკანტურია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსისთვის, პირველ ეტაპზე, ბორჯომის მერიაში 73 განაცხადი შევიდა. საბუთების გადარჩევის შემდეგ, ორ პოზიციაზე შესულმა განცხადებებმა კონკურსის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. ესენია: - მეორადი სტრუქტურული ერთეულის - არქიტექტურისა...
ქუთაისის მერიამ ქალაქის საკრებულოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე გადაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ მიაწოდა. „კანონის მიხედვით, ვალდებულნი ვიყავით , 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში შეგვეტანა არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. შესაბამისად, 15 ნოემბერს გავუგზავნეთ ეს პროექტი საკრებულოს. ბიუჯეტის მოცულობა შემოსავლების ნაწილში 2020 წლისთვის იქნება 61032362 ლარი. ბიუჯეტის პრიორიტეტები, როგორც...
პარლამენტის წინ ამ დროისთვის 10-მდე კარავია გაშლილი. ტერიტორიაზე იმყოფება აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს. ამ წუთებში შენობის მიმდებარე ტერიტორიას დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ასუფთავებენ. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტარიტორიაზე კვლავ რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. აქცია პარლამენტის წინ დღეს, 19:00 საათზე განახლდება. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს, სულ დაკავებულია 37...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორშაბათს, 18 ნოემბერს, პარლამენტის პიკეტირების დაშლის დროს ჯამში 37 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებიდან ნაწილს ხულიგნობას ედავებიან, ნაწილის კი სამართალდამცავების მოთხოვნის დაუმორჩილებლობას. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი. რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე...
წინა სტატია შემდეგი სტატია „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი. გამოკითხულთა 70% ამბობს, რომ პრეზიდენტის მიმართ უარყოფითი განწყობა აქვს, დადებითი - მხოლოდ 23%-ს. 7%-მა კი არ იცის, ან კითხვას არ ვპასუხობს. რაც შეეხება პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, გამოკითხულთა 49% მის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი, 39% კეთილგანწყობას აფიქსირებს, 2%-მა არ იცის,...
წინა სტატია შემდეგი სტატია პოლიტიკური პარტიების ნეგატიურ რეიტინგებში ქართული ოცნება ლიდერობს. მეორე ადგილზე კი ნაცმოძრაობაა, - ამის შესახებ წერია კვლევაში, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა დღეს გვიან ღამით გამოაქვეყნა. IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ არასდროს, არც ერთ სიტუაციაში მისცემს ხმას “ქართულ ოცნებას”. 26% იგივეს ამბობს ნაციონალურ მოძრაობაზე. ნეგატიური რეიტინგის მესამე ადგილზე, 9-9%-ით, გირჩი და პატრიოტთა ალიანსი არიან. მეოთხეზე, 7-7%-ით, ლეიბორისტული პარტია და...
წინა სტატია შემდეგი სტატია საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კველვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა ამ ცვლილებას. „ამ წელს ხელისუფლებამ გასცა დაპირება, შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციული სისტემით შეეცვალა. საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა ამ ცვლილებას. გარდა ამისა, გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითად...
შემდეგი სტატია ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმათა 23%-ს, ოპოზიცია კი ჯამურად 41%-ს მიიღებდა, - ამის შესახებ წერია კვლევაში, რომელიც საერთაშირისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა დღეს გვიან საღამოს გამოაქვეყნა. უფრო კონკრეტულად კი, პარტიათა რეიტინგის შედეგები ასე გამოიყურება: ქართული ოცნება - 23% ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 15% ევროპული საქართველო/თავისუფალი დემოკრატები – 5% ლეიბორისტები – 5% პატრიოტთა ალიანსი – 4% სამოქალაქო მოძრაობა –...
video
მესტიაში, ცხუმარისა და ეცერის ტერიტორიულ ერთეულებში, რამდენიმე ჰექტარი ტყე დაიწვა. ცხუმარში 3-4 ჰექტრამდე, ხოლო ეცერში 5-6 ჰექტრამდე ტყეა დამწვარი. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებულები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 45 მეხანძრე-მაშველი, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა, კერები მაინც რჩება. ძლიერი დაკვამლიანებისა და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო ხანძრის ჩაქრობის პროცესი გართულებულია. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით ხანძარი წუხელ...
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სამი პაციენტი გადაიყვანეს. მათ შორის ერთი პოლიციელია, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში და გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. მას უტარდება შესაბამისი კვლევები. ერთი 44 წლის მოქალაქე გულ-მკერდის არეში ტკივილით შეყვანილია ინგოროყვას კლინიკაში. მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამჟამად კვლევის პროცესშია. მესამე პაციენტი კი გადაყვანილია “ნიუ ჰოსპიტალსში” - 27 წლის მამაკაცი, რომელმაც ხალხის მასაში მოქცევის შედეგად გონება...
ჩვენ, მაჟორიტარებმა და არა მხოლოდ მაჟორიტარებმა, არ მივიღეთ იოლი გადაწყვეტილება, როდესაც მხარი არ დავუჭირეთ იმ პარლამენტში განხილულ კანონპროექტს; ვფიქრობ, ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ იმ კანონროპექტს, რომელიც საწყისს მისცემდა გრძელვადიან არასტაბილურობას ჩვენ ქვეყნისას და ასევე ხალხს დააშორებდა საკანონმდებლო ორგანოს, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, „პარლამენტი უნდა დააკომპლექტოს ხალხმა და არა ერთკაციანმა და მით უმეტეს, უპასუხისმგებლო...
პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად, აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს. "გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები...
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლ თან კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. ისინი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. "ნაციონაური მოძრაობის" წევრმა რეზო ხარაზმა "იმედინიუსთან" განაცხადა, რომ თბილისში აქციის დაშლის დროს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალირი მოძრაობოდან“ ელგუჯა ბაგრატიონი, ასევე პარტიის ორი წევრი დავით მჟავანაძე და დავით გეგიაძე დააკავეს. „ბიძინა ივანიშვლმა დაიწყო მშვიდობიანი აქციის დაშლა თბილისში. უფრო...
წინა სტატია არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მზადყოფნას გამოთქვამს, რომ იურიდიული დახმარება გაუწიოს პარლამენტთან დღეს აქციის დაშლის დროს დაკავებულებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” გამოთქვამს მზადყოფნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე იურიდიული დახმარება/წარმომადგენლობა გაუწიოს ნებისმიერ პირს, ვინც დაკავებულ იქნა 18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს. სამართლებრივი დახმარებისთვის დაგვიკავშირდით ნომრებზე: 599 911 558, 599 03 08 34”,-აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა. ცოტა ხნის...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგია, რომ ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე 2024 წელს გადავა. ამის შესახებ მან პარლამენტის შენობაში მიმდინარე ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მათი ქმედება კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასცდა. "გუშინ საღამოს დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში. ასევე შევთავაზე, რომ დისკუსია პარლამენტში გადაგვეტანა, გაგვემართა პოლიტიკური...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ