ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლ თან კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. ისინი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
“ნაციონაური მოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა “იმედინიუსთან” განაცხადა, რომ თბილისში აქციის დაშლის დროს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალირი მოძრაობოდან“ ელგუჯა ბაგრატიონი, ასევე პარტიის ორი წევრი დავით მჟავანაძე და დავით გეგიაძე დააკავეს.
„ბიძინა ივანიშვლმა დაიწყო მშვიდობიანი აქციის დაშლა თბილისში. უფრო მეტი ხალხო გამოვა ქუჩაში. თუ არ სურდა მშვიდობიანი აქცია, მიიღებს უარსს.ბათუმში საპროტესტო განწყობა იგრძნობა. სხვადსხვა ძალები გვიერთდებიან და გაჩერებას არ ვაპირებთ, სანამ თბილისში რუსთაველზე აქცია იქნება“,- განაცხადა ლაშა ადამიამ.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა.
ცოტა ხნის წინ პარლამენტთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით მოხდა. ადგილზე რამდენიმე კორდონად იყვნენ მობილიზებული რობოკოპები, პარალელურად, აფრთხილებდნენ აქციის მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია და დამორჩილებოდნენ პოლიციას. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, “სირცხვილიას” ერთ-ერთი წარმომადგენელი ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი.
ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად.
შსს და “ქართული ოცნების” ლიდერები დილიდან აცხადებდნენ, რომ პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.
ამ დროისთვის პარლამენტის წინ კარვების ნაწილი აღებულია, შენობის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და პარლამენტის ბიურო სხდომის ჩასატარებლად ემზადება. პარალელურად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მაინც გრძელდება – გამომსვლელები სიტყვით გამოდიან.
ცნობისთვის, პარლამენტის წინ აქცია, დაშლის მიუხედავად, მაინც გრძელდება.