ბორჯომის მერიაში ექვსი პოზიციიდან ორი კვლავ ვაკანტური რჩება

696

ბორჯომის მერიაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევად, ექვს ვაკანტურ პოზიციაზე შესული განცხადებები გადაირჩა. შედეგების მიხედვით, ორი პოზიცია – არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელების პოსტები კვლავ ვაკანტურია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსისთვის, პირველ ეტაპზე, ბორჯომის მერიაში 73 განაცხადი შევიდა.

საბუთების გადარჩევის შემდეგ, ორ პოზიციაზე შესულმა განცხადებებმა კონკურსის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. ესენია:

– მეორადი სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების ხელმძღვანელი – (სარგო 1 600 ლარი) – შევიდა ორი განაცხადი.

– მეორადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი – (სარგო 1 600 ლარი) – სულ შევიდა სამი განაცხადი.

რაც შეეხება დანარჩენ ოთხ ვაკანსიას:

– მონიტორინგისა და სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განყოფილების – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – (სარგო 900 ლარი) – შემოსული 12 განაცხადიდან გადარჩევის შედეგად დარჩა – ცხრა;

– ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – (სარგო 900 ლარი) – შესული 19 განცხადებიდან დარჩა – 17;

– სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – (სარგო 900 ლარი) – სულ შესულია 21 განაცხადი, დარჩა – 20;

– შიდა აუდიტის სამსახურის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – (სარგო 900 ლარი) – სულ შესულია 16 განაცხადი, დარჩენილია – 15.

„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შეტყობინების დაგზავნა, რომ მოვიდნენ გასაუბრებაზე“, – განმარტავენ ბორჯომის მერიაში. მათივე ინფორმაციით, გსაუბრება 26-27 ნოემბერს გაიმართება.