სსიპ "საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია გორის მუნიციპალიტეტში, 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით 4 431 497 კვ.მ მიწას ფლობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. 1 წლის განმავლობაში ეკლესიის საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობი 2 716 კვადრატული მეტრით გაიზარდა. 2019 წლის იანვრის მონაცემეით, მთლიანი ფართობის 4 428 781 კვ. მეტრს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროსგან "რადიო მოზაიკისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის განმავლობაში სახელმწიფოს...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მოსახლეობა აქციას მართავს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ. მათი თქმით, სასმელი წყლის მიწოდების კუთხით პრობლემა ორი წლის წინ გამწვავდა, მას შემდეგ, რაც სოფელში მილები გამოიცვალა. ხიდისთაველები ფიქრობენ, რომ სისტემის მონტაჟი შეცდომით მოხდა. სასმელი წყალი სოფელ ხიდისთავის რამდენიმე უბანს შეფერხებით მიეწოდება. გორის მუნიციპალიტეტის აიპი სასმელი წყლის ჭაბურღილების და სატუმბო სადგურების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბარჯაძე აცხადებს, რომ სასმელი წყლის მიწოდების კუთხით...
გორის მუნიციპალიტეტის ორ თემში მერის წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ქვახვრელში ეს პოზიცია ივანე ჯანეზაშვილს ეკავა. ხიდისთავში კი გიორგი ბარჯაძეს. მერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ ადგილას ამ დროისთვის მოვალეობის შემსრულებლები მუშაობენ. ამ პოზიციებზე თანამშრომელთა შესარჩევად, მერიამ ახალი კონკურსი უნდა გამოაცხადოს. გარდა აღნიშნული ორი სოფლისა, მერს წარმომადგენელი არ ჰყავდა არც ტირძნისსა და კარალეთში, სადაც ახალი წარმომადგენლები მერიის ინფორმაციით, ახლახანს კონკურსის შედეგად დაინიშნენ.
209 მილიონი ლარი, ხელისუფლებამ წყალში გადაყარა და სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რევაზ ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა. რეზო ხარაზის ინფორმაციით, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი შემოვლითი გზა უხარისხოდ არის გაკეთებული, რაც გადაადგილებისას საფრთხის შემცველია. "ნაციონალირი მოძრაობის" წევრი საკითხით დაინტერესებისკენ აუდიტის სამსახურს მოუწოდებს. "ცენტრალურ მაგისტრალზე პრობლემებია, გზის სავალი ნაწილი გაფუჭებულია, რაც ჩვენს მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. გვაინტერესებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო რატომ არ იყენებს პროექტის საგრანტო...
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდინარე ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, არსებული ხიდი, რომელიც პატარა ხანდასა და მუხრანთან ახლოს მდინარე ქსანზე მდებარეობდა, ავარიული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა დემონტაჟს. „პროექტის შესაბამისად, ახალი რკინა-ბეტონის 6 მალიანი ხიდი შენდება. ხიდის მთლიანი სიგრძე 195 მ-მდე, ხოლო სიგანე 14 მეტრია. ამ ეტაპზე, სამუშაო ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროექტის...
ზუგდიდის მერიის ააიპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა“ 2019 წელს, 72 თანამშრომელზე პრემია და ფულადი დანამატები გასცა, რისთვისაც ჯამში 19 732 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. მერიიდან გამოცემა "ლაივპრესისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრის შესყიდვების განყოფილების უფროსმა, როგორც წარჩინებულმა თანამშრომელმა 600 ლარის ოდენობის დანამატი მიიღო. იგივე მიზეზით, ასევე, 600 ლარი გადაეცა სატრანსპორტო განყოფილების უფროსს. კოლხური ღვინის ფესტივალზე დამატებით მუშაობისთვის 300 ლარი მიიღო დირექტორის პირველმა მოადგილემ,...
ბორჯომში, თორის ქუჩაზე არსებული „კუკუშკის“ ძეგლსა და პლატფორმას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საუკუნის წინანდელი ექსპონატის მოწესრიგებისთვის თვითმმართველობა ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 1902 წელს გამოშვებული ორთქმავლის ნაწილის რეაბილიტაციისთვის, ბორჯომის მერია ტენდერს 7 265 ლარზე აცხადებს. მის ფარგლებში, „კუკუშკის“ ძეგლი და მისი პლატფორმა უნდა მოეწყოს. ძეგლი იმ ორთქმავლის ნაწილია, რომელიც 118 წლის წინ ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზაზე სამოძრაოდ ინგლისიდან ჩამოიყვანეს. 1967 წლიდან კი, რკინიგზის...
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას  OECD - ის გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ანდრეას შაალი ხელმძღვანელობს.  სინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა OECD - საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და „OECD ევრაზიის კვირეული 2020“-ის ფარგლებში განსახილველი საკითხები განიხილეს. "ღონისძიებაში, რომელიც მარტის მეორე ნახევარში საქართველოში გაიმართება, 400-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მთავარი...
ახალციხის მუნციპალიტეტში ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა დამტკიცდა. დოკუმენტში აქტივობები 2020-2023 წლებზეა გაწერილი. მასში ურნებისა და სპეციალური ტექნიკის შეძენასთან, ასევე ტრენინგებისა და საინფორმაციო კამპანიის წარმოებასთან ერთად, საუბარია მოსაკრებელზეც, რომლის ამოღების მაჩვენებელიც ძალიან დაბალია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. მცირე ზომის ურნების შეძენა-დამონტაჟება, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია, ნარჩენების შეგროვებისთვის შესაბამისი სპეც. ტექნიკის შეძენა, ასევე სოციალური რეკლამის მომზადება და თანამშრომლების დატრენინგება - ეს აქტივობები...
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კილომეტრიანი ოთხ ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტს, მსოფლიო ბანკი დააფინანსებს. სამუშაოების ვადა კი, 27 თვეა. ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა. წინადადებების ელექტრონულად მიღება 21 მარტს დაიწყება და 25 მარტს დასრულდება. დეპარტამენტი განმარტავს, რომ ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. გზა ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და რიკოთის გვირაბთან გავა. მონაკვეთი...
წინა სტატია ოკუპირებულ აფხაზეთში გამეორებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. როგორც ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, კანდიდატების მიერ დოკუმენტების წარდგენის ვადა 11 თებერვალს ამოიწურა. "კანდიდატების“ რეგისტრაცია 21 თებერვლამდე გაგრძელდება. "საარჩევნო კომისიის" მდივნის ანუშ ხოჯიკიანის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ასლან ბჟანიას კანდიდატურა წარადგინა, მეორე კანდიდატია ე.წ. ვიცეპრემიერი, ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრი ადგურ არძინბა, მესამე კანდიდატი კი, პარტია „აკზაარიდან“...
ოპოზიციის წარმომადგენლები 4 აპრილს საერთო გეგმას წარადგენენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის 4 აპრილს „ისტორიული პროცესი” დაიწყება. „4 აპრილს, 16:00 საათზე იქნება ფართომასშტაბიან აქცია რუსთაველზე. მანამდე გვექნება ბევრი საპროტესტო ღონისძიება, პიკეტირებები, რეგიონებში გასვლა, სხვადასხვა ღონისძიებები. ოპოზიცია 4 აპრილს განვაცხადებთ როგორ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან საარჩევნო კუთხით“, – განაცხადა ვაშაძემ. მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ...
წინა სტატია გვსურს, რომ საქართველოს წიაღისეული, ჩვენი ეროვნული სიმდიდრე არამხოლოდ მოპოვებულ იქნას საქართველოში, არამედ მისი გადამუშავებაც მოხდეს საქართველოში ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ახალი კომპონენტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც წიაღისეულის ათვისების მიზნით ასი პარალელური, სალიცენზიო აუქციონის გამოცხადებას ითვალისწინებს. მინისტრის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეულია საინვესტიციოდ მიმზიდველი წიაღითსარგებლობის ობიექტები,...
ზუგდიდის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ამბობენ, რომ მერიის მიერ ქალთა დღესასწაულებისთვის საჩუქრად ხორცსაკეპების გადაცემაზე ისინი ინფორმირებულები არ იყვნენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. საბჭოს ერთ-ერთი წევრი, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია, რომელიც ქალთა დღისთვის ხორცსაკეპის ჩუქებაში დისკრიმინაციულს ვერაფერს ხედავს, ამბობს, რომ საჩუქრების შეძენაზე საბჭოში რომ ემსჯელათ, ის ამ რეკომენდაციას არ მისცემდა. „სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი რატომ მოაფიქრდათ რომ ქალებს...
ზუგდიდის მერიამ ყინულის მოედნის სადემონტაჟო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 287 533 ლარი გამოიყო. აღნიშნული ტერიტორია სამშენებლო კომპანია m² - მა 7 270 118 ლარად იყიდა და აქ 80 ნომრიანი, საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმრო უნდა ააშენოს. ამავე შეთანხმების თანახმად, კონსტრუქცია მერიამ საკუთარი სახსრებით უნდა გადაიტანოს. ზუგდიდში ყინულის მოედნის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ბოლოს ზუგდიდის...
წინა სტატია შემდეგი სტატია 2017-2018 წლებში ლანჩხუთის თვითმმართველობამ 105.1 ტონა საწვავი დახარჯა – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის სატრანსპორტო საშუალებების დაათვალიერებისას გამოვლინდა, რომ ავტომანქანებზე „აგაი“ სისტემის ჩიპი ზოგგან მოხსნილი იყო, ხოლო ზოგან არ იყო მყარად დამაგრებული. აუდიტის ცნობით, ლანჩხუთის მერიამ ვერ წარადგინა „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის“ შესაბამისად მიღებული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ