5 მილიონად აშენებული ყინულის სახლის დემონტაჟი ზუგდიდის მერიას 300 000 ლარამდე დაუჯდება

784

ზუგდიდის მერიამ ყინულის მოედნის სადემონტაჟო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 287 533 ლარი გამოიყო. აღნიშნული ტერიტორია სამშენებლო კომპანია m² – მა 7 270 118 ლარად იყიდა და აქ 80 ნომრიანი, საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმრო უნდა ააშენოს. ამავე შეთანხმების თანახმად, კონსტრუქცია მერიამ საკუთარი სახსრებით უნდა გადაიტანოს.

ზუგდიდში ყინულის მოედნის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ბოლოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მისი რეაბილიტაცია 407 830 ლარი დაუჯდა.