გორის მერს მუნიციპალიტეტის 2 თემში წარმომადგენელი არ ჰყავს

522

გორის მუნიციპალიტეტის ორ თემში მერის წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ქვახვრელში ეს პოზიცია ივანე ჯანეზაშვილს ეკავა. ხიდისთავში კი გიორგი ბარჯაძეს.

მერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ ადგილას ამ დროისთვის მოვალეობის შემსრულებლები მუშაობენ.

ამ პოზიციებზე თანამშრომელთა შესარჩევად, მერიამ ახალი კონკურსი უნდა გამოაცხადოს.

გარდა აღნიშნული ორი სოფლისა, მერს წარმომადგენელი არ ჰყავდა არც ტირძნისსა და კარალეთში, სადაც ახალი წარმომადგენლები მერიის ინფორმაციით, ახლახანს კონკურსის შედეგად დაინიშნენ.