საპატრიარქო გორის მუნიციპალიტეტში 4 431 497 კვ.მ მიწას ფლობს

592

სსიპ “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია გორის მუნიციპალიტეტში, 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით 4 431 497 კვ.მ მიწას ფლობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

1 წლის განმავლობაში ეკლესიის საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობი 2 716 კვადრატული მეტრით გაიზარდა.

2019 წლის იანვრის მონაცემეით, მთლიანი ფართობის 4 428 781 კვ. მეტრს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროსგან “რადიო მოზაიკისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ეკლესიისთვის მიწები არ გადაუცია.