გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მოსახლეობა აქციას მართავს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ.
მათი თქმით, სასმელი წყლის მიწოდების კუთხით პრობლემა ორი წლის წინ გამწვავდა, მას შემდეგ, რაც სოფელში მილები გამოიცვალა. ხიდისთაველები ფიქრობენ, რომ სისტემის მონტაჟი შეცდომით მოხდა. სასმელი წყალი სოფელ ხიდისთავის რამდენიმე უბანს შეფერხებით მიეწოდება.
გორის მუნიციპალიტეტის აიპი სასმელი წყლის ჭაბურღილების და სატუმბო სადგურების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბარჯაძე აცხადებს, რომ სასმელი წყლის მიწოდების კუთხით პრობლემა ყინვებმა გამოიწვია და გრაფიკით წყალი სოფელს სხვა დროსაც მიეწოდება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ უკვე გამოცხადებულია ტენდერი და წელს სოფლის ყველა უბანში სასმელი წყლის მიწოდება მოწესრიგდება.