სასურსათო უზრუნველყოფის სისტემა გამართულად არის აწყობილი, პრაქტიკულად არც ერთ მაღაზიას არ უთქვამს, რომ რამე შეფერხება აქვს სურსათის შემოტანასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შედარებით მცირე მაღაზიებში არის პროდუქტებზე  ფასმატების შემთხვევები. „ჩვენ ამოვედით დაბა კაზრეთში, რათა ადგილზე მიგვედევნებინა თვალყური ჩვენი სასურსათო მაღაზიების სურსათით უზრუნველყოფის პროცესთან, გარდა ამისა გადაგვემოწმებინა ფასების ზრდის მაჩვენებელი. შეიძლება ითქვას, რომ სასურსათო უზრუნველყოფის...
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამკაცრებული რეგულაციების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში მოსახლეობის მასობრივი თერმული სკრინინგი მიმდინარეობს. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება სოფელ ზედაეწერიდან, მას შემდეგ გადაწყდა რაც, სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ზედაეწერის მკვიდრ 67 წლის მამაკაცს დაუდასტურდა. მასობრივ თერმულ შემოწმებას, ადგილობრივი მოსახლეობა დადებითად შეხვდა. ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დამატებითი შეზღუდვები დაწესდა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტების შესასვლელებში, გაძლიერებულია საპოლიციო ძალების მობილიზება და ისინი მანქანების გადაადგილებას აკონტროლებენ....
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იან, უბისა-შორაპანის 13 კმ-იან და ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. საერთო ჯამში, 32 ხიდსა და 25 გვირაბზე სამუშაოები პარალელურ რჟიმში ხორციელდება. რაც შეეხება მეოთხე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთს, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებენ. კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ნაფეტვარიძე სურამში ჩავიდა და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან, ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატთან და ქალქის მერთან ერთად, სურამში დაწყებული წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. „რეგიონებში პროექტები, დაწესებული რეკომენდაციების სრული დაცვით, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. სურამში დავიწყეთ წყალმომარაგების ქსელის მოწყობა. არსებული მოძველებული სისტემა ახლით ჩანაცვლდება, რაც შეამცირებს წყლის დანაკარგებს....
აჭარაში 7000 ოჯახისთვის პროდუქტების გადაცემის პროცესი დაიწყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, ამ გადაწყვეტილების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მათივე ინფორმაციით, სურსათის შესაძენად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ათას ლარამდე გამოყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, 7000 ოჯახისთვის შეიძინეს პროდუქტები, რომელიც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდება და გადაეცემა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს,...
ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით აქტიურად მიმდინარეობს. ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავების პროცედურებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები გასცემენ კონსულტაციებს როგორც დარგობრივ საკითხებზე, ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების წინაღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელოში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებზე 24-საათიან კონტროლს ახორციელებს. ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელებში მოეწყო საკონტროლო გამშვები პუნქტები, რომელთა მეშვეობითაც კონტროლდება რეგიონში საავტომობილო გადაადგილება. “საპოლიციო ძალები ახორციელებენ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვების მკაცრ კონტროლს, მათ შორის თვითიზოლაციის წესების დაცვის, ობიექტების მუშაობის, ასევე, საჯარო სივრცეებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებისა და სოციალური დისტანციის დაცვის. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი...
საქართველოს მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილი პირებისათვის სამედიცინო მომსახურების გასაწევად სრულ მზადყოფნაშია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა „პირველ არხთან“ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომართვიანობის გაზრდას ელოდება და საჭიროების შემთხვევაში მათ დიაგნოსტირებას და ინფიცირებულთა მკურნალობას უზრუნველყოფს. „აფხაზეთში კონტროლი პრაქტიკულად არ არსებობს, არ ვიცით იქ რა ვითარებაა და არც თვითონ იციან. ეს არის ყველაზე სახიფათო და ამიტომაც ყოველ წუთს ველოდებით,...
ორივე მუნიციპალიტეტში მობილური ჯგუფები აგრძელებენ ტემპერატურულ სკრინინგს, მარნეულში სულ შემოწმებულია 80 788 ადამიანი. ბოლნისში 25 967. ჯამში 106 755 ადამიანია ტემპერატურულსკრინინგ გავლილი და შემოწმებული, - ამის შესახებ ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე განმარტებით, სიმკაცრემ და სანქციებმა შედეგი გამოიღო და მოქალაქეებისგან ქუჩები დაცლილია. „ყველა მიმართულებით გვაქვს თადარიგი, ერთობლივი ძალისხმევით ველით, რომ პროცესები არ გაგვექცევა“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა. შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს...
"ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათი," - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ფოთში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამეგრელოში გამკაცრებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა. მოწერელიას თქმით, სამეგრელოს შემთხვევაში, ქვეყნის სხვა ნაწილთან შედარებით განსხვავება ის არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. "მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში 3 ადამიანის ყოფნაა დასაშვები -...
სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული. ასევე მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა, მათ შორის სხვადასხვა ობიექტების ფუნქციონირება და შეკრებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ასეთი მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში. „მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ემიგრანტების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. ასე გამოეხმაურა პრემიერი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ემიგრანტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქართველომ პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ისინი მათ სამშობლოში ჩამოყვანას უზრუნველყოფენ. „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საელჩოებს და...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობისგან სწრაფი ტესტების შეძენაზე კონტრაქტების გასაჯაროებას ითხოვს, - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სალომე სამადაშვილმა ისაუბრა. "გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საზოგადოების ინტერესი - მოვიპოვოთ სარწმუნო, შეღავათიანი და სწრაფი ტესტი რაც შეიძლება სწრაფად, ბიძინა ივანიშვილის კარზე ახალი დაპირისპირების დასაწყისი გახდა. სხვადასხვა ჯგუფები ცდილობენ ეს კონტრაქტები ჩაიგდონ ხელში. მოვითხოვთ, მოგვაწოდონ სრული ინფორმაცია ყველა იმ მოლაპარაკებაზე, რომელიც მიმდინარეობს ტესტების შეძენის თაობაზე",...
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი მისია სწორედ ეს არის, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფად ამოქმედებას სხვა დატვირთვა აქვს, ვინაიდან საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის. „ახლა მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე არ...
ოზურგეთის მერია და პოლიცია მოქალაქეებს ხმოვანი შეტყობინებით სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. დღეიდან ოზურგეთის განაპირა ქუჩებზე და სოფლების მიმართულებით, ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით პოლიციის სამი ავტომობილი მეგაფონით ივლის და მოსახლეობას შინ დარჩენაზე გაფრთხილებას მისცემს. ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, პოლიცია ასევე მოსახლეობას იმ წესებს შეახსენებს, რაც გარეთ გამოსულებმა უნდა შეასრულონ. https://www.facebook.com/ozurgeti.mun.gov.ge/posts/679260219486745 შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის...
დღე-ღამეში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა. „მკაცრი მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა. 96 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო. 3 იურიდიული პირი და 8 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის გამო. მიკროაქვტობუსით...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ