კახეთის რეგიონში დღეიდან ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტები ამოქმედდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან, ვაზიანი-გომბორი-თელავისა და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე პოლიცია და სამხედროები არიან მობილიზებული. ისინი აღნიშნულ საავტომობილო მაგისტრალზე გადაადგილებისას, მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში მგზავრთა რაოდენობას ამოწმებენ. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული რეგულაციების წესის დარღვევის შემთხვევები არ შეინიშნება. „თელავის შემოსასვლელებში 31 მარტს მოწყობილ ოთხ საკონტროლო პუნქტზე, მხოლოდ კახეთში მცხოვრები მოქალაქეების 20% -ის...
EBRD-მა გამოყო სასწრაფო „სოლიდარობის პაკეტი“ ერთი მილიარდი ევროს ოდენობით, მათ შორის, საქართველოში, – ამის შესახებ აღნიშნულია EBRD-ის ინფორმაციაში. ​მათივე ინფორმაციით, ერთობლივი ძალისხმევა იყო ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორს მატეო პატრონისა და კავკასიის რეგიონული დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შორის შემდგარი სატელეფონო ზარის მთავარი თემა. EBRD-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბანკი გამოყოფს გადაუდებელ დაფინანსებას ადგილობრივი კომპანიების მხარდასაჭერად კორონავირუსის გავრცელების შედეგებთან საბრძოლველად. „ევროპის რეკონსტრუქტიისა და განვითარების ბანკი ჩვენი ქვეყნის საიმედო პარტნიორია. ჩვენ ვაფასებთ...
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისის აგრარული ბაზრები მუშაობას აგრძელებენ. ამასთან, მათივე ცნობით, თბილისის აგრარულ ბაზრებზე სანიტარული და ჰიგიენური წესების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. როგორც მერიაში განმარტავენ, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. "ბაზრები სისტემატურად მუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით", - ამბობენ მერიაში. შეგახსენებთ, რომ სამეგრელოსა და კახეთის რამდენიმე რაიონში აგრარული ბაზრები დაიკეტა. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. კარანტინის...
მეტროსადგური „გოცირიძე“ გარემონტდება და გადაიხურება. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტისთვის ელექტრონულ ტენდერს აუქციონის გარეშე აცხადებს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კომპანია სამუშაოების შესასრულებლად 3 767 808 ლარს გამოყოფს. წინადადებების მიღება 19 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს 13:30 საათზე დასრულდება. შეთავაზების კლების ბიჯი 75 356 ლარია, გარანტიის ოდენობა 37 678 ლარი, ხოლო გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე. „მეტროსადგურ „გოცირიძე“-ს ბაქანი (პლატფორმა)...
შემდეგი სტატია „ეს ფაქტი თუ დადასტურდა, კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია. მე მესმის, რომ ეს ხალხი დღეს წინა ხაზზე იმყოფება და კორონავირუსს ებრძვის, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი საჯარო მოხელეები არიან და ხალხს უნდა ემსახურონ და არა პრემიები აიღონ. გავერკვევი ამ საკითხში და თუ ეს დადასტურდა, შესაბამის ზომებს მივიღებ“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში პრემიების გაცემას. ამის შესახებ...
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენის კონტაქტებში შემავალ სამ პირს განმეორებით ანალიზის ჩტარებისას, Covid-19-ზე დადებით პასუხი დაუდგინდება, შეიძლება სამეგრელო ჩაიკეტოს. მისი სიტყვებით, ძალიან ბევრი კავშირი უფიქსდირდება, როგორც სპორტსმენს, ასევე ამ სამ ადამიანს. ამდენად რწმუნებულის განცხაებით, რისკი ძალიან მაღალია. „ჯერჯერობით, გვყავს ორი ინფიცირებული, რომლებიც მკურნალობს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. რეგიონში გვაქვს შვიდი ცხელების ცენტრი, რომელთაც შეუძლიათ საჭიროების...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეიდან საწარმოების შემოწმება იწყება, თუ როგორ ასრულებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მისივე თქმით, დღეში 50-მდე სხვადასხვა საწარმო და ბიზნესი შემოწმდება. „დღეიდან ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული ტექზედამხედველობა და ასევე, მუნიციპალური ინსპექციები გაერთიანებული ძალებით ვიწყებთ ინტენსიური შემოწმების პროცესს. ვამოწმებთ, თუ როგორ სრულდება ან შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები,...
წინა სტატია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, დაიხურა სენაკის და ზუგდიდის აგრარული ბაზრები, ფოთის ბაზარმა კი რეკომენდაციები გაითვალისწინა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. "სენაკის და ზუგდიდის ბაზრები დახურულია, რაც შეეხება ფოთს, იქ ფაქტიურად ფუნქციონირებს ერთი დიდი სუპერმარკეტი "უნივერსამი“ და ამავე დროს მინდა ავღნიშნო ის, რომ ფოთის ბაზარმა ძალიან სწრაფად შეძლო ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ნაღდ ფულთან კავშირს...
შემდეგი სტატია ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორის ნოდარ კორსანტიას განცხადებით, ბაზარში შემსვლელ მყიდველს, ქაღალდის ფულს უხურდავებენ, ხურდას ანტისეპტიკურ ხსნარში ათავსებენ, ხოლო ქაღალდის ფულს აუთოვებენ. ინფორმაციას და ფოტოებს ლაივპრესი ავრცელებს.  „ითქვა, რომ უსაფრთხოების მიზნით, ბაზრები დაიხურებაო. გუბერნატორი იყო ჩამოსული და გვითხრა, ფულის ერთეული დიდი რისკი არისო. მერე მოვიფიქრეთ ასეთი რამ. ყველა შემომსვლელს, ვუხურდავებთ ფულს ხურდაზე, მერე იმ ხურდას ვყრით ანტისეპტიკურ ხსნარში, ქაღალდის ფულს...
ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა განაცხადა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, პროექტ „ტელესკოლის“ ფარგლებში განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით კონსულტაციებს წამყვანი სპეციალისტებისგან იღებენ. „ჩვენი სამინისტროს გადაწყვეტილებით, გავახანგრძლივეთ ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება თვითონ ეროვნული გამოცდების თარიღებს. ამ ეტაპზე ეროვნული...
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის  განცხადებით, სასწავლო წელი აუცილებლად შედგება და ის არც ერთ შემთხვევაში, არ ჩავარდება. აღნიშნულის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრი განმარტავს, კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, საქართველო განათლების მიმართულებით შეფასებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. „ეკონომიკის თანამშრომლობისა და განვითარების ორგანზიაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო-დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების...
დღეიდან, 6 აპილიდან ზუგდიდის აგრარული ბაზარი დაიხურა. ბაზრის ადმინისტრაციამ გუშინ ყველა მოვაჭრე გააფრთხილა, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით გარკვეული პერიოდით ცენტრალური სუპერმარკეტი აღარ იმუშავებდა. მერიაში ამბობენ, რომ ბაზარი ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდეა დახურული. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი შენგელიას თქმით, აქ უსაფრთხოების ნორმების დაცვა ბაზარში ვერ მოხერხდა. ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს.ჯერ კიდევ 3 აპრილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ...
შიდა ქართლის მასშტაბით გორში, ხაშურში, კასპსა და ქარელში არსებული აგრარული ბაზრები დაიხურა. დახურულია სულ 6 ბაზარი. ამის შესახებ გადაწყვეტილება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის სხდომაზე მიიღეს. გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ ბაზრები კვლავ რჩება კორონავირუსის გავრცელების რისკის ზონად. შტაბის სხდომას ვაიდეოკონფერენციის საშუალებით პრემიერ-მინისტრი ჩაერთო, რა დროსაც გიორგი გახარიამ რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება...
წინა სტატია საჩხერის მერს, ბენიამინ ფალავანდიშვილს, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექოტრი მიხეილ ქემუშაძე ავრცელებს. ფალავანდიშვილისთვის ტესტის ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მის ცოლს, საჩხერის კლინიკის ექიმს 4 აპრილს სწრაფი ტესტებით გეგმიური შემოწმებისას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირება ლუგარის ლაბორატორიამაც დაადასტურა. მას შემდეგ, რაც ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკის 100-მდე თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება. მათგან 10-ის ანალიზი დღეს...
4 მარტის დილიდან ოზურგეთის ბაზარი დაიხურა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით აიკრძალა გარევაჭრობაც. მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. ოზურგეთში საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად მცდელობებისა, ბაზარში რეკომენდაციები დაცული არ იყო, ამიტომ გაურკვეველი დროით მისი დახურვა გადაწყდა: „მერიამ, პოლიციამ და მოხალისეთა ჯგუფებმა მაქსიმუმი გააკეთეს ბაზრის გასაკონტროლებლად. ვეცადეთ, არ დახურულიყო, დახლები დავალაგებინეთ კომპაქტურად, მოქალაქეები რომ დისტანცირებულად გადაადგილებულიყვნენ და მოვაჭრეებს საარსებო წყარო ჰქონოდათ. ოთხჯერ ჩატარდა დეზინფექცია, ზედამხედველობის სამსახური აფრთხილებდა ყველას, დაეცვათ დისტანცია. ბაზარი...
საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მერმა ბენიამინე ფალავანდიშვილმა თავად დაადასტურა. მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობს და სავარაუდოდ, დაინფიცირება პაციენტიდან მოხდა. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება. მერის მეუღლეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი ჰქონდა, რის გამოც მოხდა ანალიზების აღება. მერის ინფორმაციით, ახლა ისინი იზოლაციაში იმყოფებიან. მისივე განცხადებით, როგორც მერს კონტაქტი ჰქონდა მოქალაქეებთან, თუმცა რეკომენდაციებს იცავდა. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ