რეგიონში ბაზრების დახურვასთან დაკავშირებით დღეს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ადგილობრივმა საოპერაციო შტაბმა მისი დახურვის გადაწყვეტილება იქიდან გამომდმინარე მიიღო, რომ ბაზრობები წარმოადგენს თავშეყრის ადგილს.
„ბაზრობები წარმოადგენს თავშეყრის ძალიან დიდ ადგილს, სადაც ვაჭრობა ხდება ერთი ხელიდან, ფულის მიცემა და ა.შ. და დიდი რისკია, რომ აქ ვირუსის გადაცემის კერა გაჩნდეს. გვესმის, რომ ეს არ არის კარგი ცხოვრებით გამოწვეული...
სურამში მცხოვრებმა რეზი გელაშვილმა და გურამ ბლიაძემ გადაწყვიტეს, საკუთარი ავტომანქანებით უფასოდ მოემსახურონ იმ მოქალაქეებს, რომელთა სამსახურიც არ გაჩერებულა და სურამიდან ხაშურში სამუშაოდ დადიან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა აიკრძალა.
მოხალისე მძღოლებს მათი მეგობარი თამუნა ზარიძეც შეუერთდა, რომელიც თბილისიდან დროებით სურამში, საკუთარ აგარაკზე გადასახლდა.
საკუთარი ინიციატივის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების სახლში მკურნალობის პრაქტიკაზე საქართველო ეტაპობრივად გადავა.
როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს იმის მიხედვით მოხდება, ქვეყანას რამდენად რთულ შემთხვევებთან ექნება საქმე.
„მსგავსი პრაქტიკა უკვე გამოიყენა არერთმა ქვეყანამ და ეს არის საკმაოდ ეფექტური პრაქტიკა. ჩვენ სატესტო რეჟიმში გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა იმასთან დაკავშირებით, რომ 112-ზე შემომავალი ზარების სრული მონიტორინგი უკვე ხორციელდება ჩვენი ოჯახის ექიმების...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქუთაისში ქუჩებს ქუთაისში ქუჩებს სადეზინფექციო საშუალებებით ამინდის გამოსვლის შემდეგ დაამუშავებენ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ქუთაისისი მერიაში განმარტავენ, რომ ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებითვის მათ უკვე შეიძინეს ბიო ხსნარი, რომელიც სხვა ცოცხალ ორგანიზმებს არ დააზიანებს.
"წვიმის გამო გადაიდო და ეს გადაწყვეტილება სპეციალისტებთან კომუნიკაციის შემდეგ მივიღეთ. როგორც კი გამოვა ამინდი, დამუშავდება ტროტუარებიც და სკვერებიც მთელი ქალაქის მასშტაბით", - ამბობენ...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
კომპანიის ცნობით, ამჯერად, კომპანია ტყიბულის წყლის გამწმენდი ნაგებობის პროექტირება–მშენებლობას იწყებს.
“ქალაქში არსებული წყლის გამწმნედი ნაგებობა გასული საუკუნის 70–იან წლებშია აშენებული. პროექტის ფრაგლებში სრულიად ახალი, თანამედორვე სტანდარტების შესაბამისი წყლის გამწმენდი ნაგებობა აშენდება. ობიექტი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 10 000–მდე ადგილობრივს მოემსახურება. გაუმჯობესდება წყლის მიწოდება და ხარისხი. პროექტს 4 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების დასრულება...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში შეჭირვებული ოჯახებისთვის პურს უფასოდ არიგებენ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
დღეში 125 პური შეჭირვებული ოჯახებისათვის ცხვება და თითო ოჯახზე 4 ცალი გაიცემა. მსგავსი აქცია, სავარაუდოდ, 1 თვე გაგრძელდება.
„სოფელში გაჭირვებული და მოხუცი ხალხი ცხოვრობს ამიტომ გადავწყვიტე რომ რაღაცით დავეხმარო მათ ამ რთულ პერიოდში,“- ამბობს მირზა ჩხიტუნიძე, რომელმაც სოფელში არსებული პურის საცხობი ფქვილით მოამარაგა.
მირზა ჩხიტუნიძე კარანტინის რეჟიმამდეც ეხმარებოდა თანასოფლელებს და...
მარნეულის ბაზარი სრულად დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "მარნეულს" მერიაში დაუდასტურეს და უხრეს, რომ გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზინით მიიღეს. მარნეულის ბაზარი ორ ნაწილადაა გაყოფილი (ე.წ წინა და უკანა ბაზარი) . როგორც ჩვენთან საუბარში უკანა ბაზრის დირექტორმა ელგუჯა ხარშილაძემ განაცხადა, მათი ტერიტორია კვირას დაილუქა, თუმცა მოვაჭრეები გარეთ აგრძელებდნენ პროდუქტის გაყიდვას.
"კვირას დავკეტეთ, მერე ვნახეთ, რომ ხალხი ქუჩაში იდგა და არ იცავდა არანაირ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ.
კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი...
ბოლნისის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგის პირველი ეტაპი დასრულდა. ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე შემოწმდა 48 ათასი ადამიანი.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბოლნისის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა აღნიშნა, ბოლნისში არის კორონავირუსილი ინფექციის რვა დადასტურებული შემთხვევა.
„დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი შემთხვევა თურქეთიდან შემოტანილი, მოხდა მისი გადაყვანა საკარანტინო ზონაში, მოხდა მისი ტესტირება, აღმოჩნდა დადებითი და პაციენტი გადის შესაბამის მკურნალობას, ანუ მას ბოლნისში კონტაქტები არ ქონია და პირდაპირ მოხდა საზღვრიდან მისი გადაყვანა. დღეს ვემზადებით,...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაცია აგრარული ბაზრების ალტერნატივაზე მუშაობს - ამის შესახებ BM.GE-ის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
როგორც იქ განმარტავენ, ალტერნატიული მოდელი დამუშავების პროცესშია და ის უნაღდო ანგარიშსწორებას ითვალისწინებს.
„სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად მუშაობს ალტერნატიულ გეგმაზე - ეს არის მობილური ბაზრობები, რომელიც შესაძლოა 12-ვე მუნიციპალიტეტში გაიშალოს, რომ ადგილზე ჰქონდეს მომხმარებელს პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა, რომელიც ელექტრონულ გადახდას ითვალისწინებს და გულისხმობს იმას, რომ ტრანსპორტში ჩაიტვირთება...
სახელმწიფო მსჯელობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც 60 წელს გადაცილებულები და ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, მოსახლეობის ზემოხსენებულ კატეგორიებში პნევმოკოკით ვაქცინაცია ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა.
ამასთან, ტიკარაძის ინფორმაციით, მსჯელობა მიმდინარეობს იმაზეც, რომ აღნიშნული ვაქცინაცია მოწყვლადი ჯგუფებისა და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის სავალდებულო გახდეს.
„ყოველდღიურად ვუფრთხილდებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები და არიან მრავლობითი...
შემდეგი სტატია
დედაქალაქის მერია 29 მილიონ ლარად 300 ერთეულ, დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსს ყიდულობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ელექტრონულ ტენდერს აუქციონის გარეშე აცხადებს.
სატენდერო პირობების თანახმად, იცვლება თბილისის მიკროავტობუსის ფერი და ის ყვითელის ნაცვლად, „მეტალიკი ლურჯი” იქნება. დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ მიკროავტობუსს არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს.
ამავე დოკუმენტის თანახმად, წინადადებების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს, 12:00 საათზე დასრულდება. შეთავაზების...
ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პაატა იმნაძემ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განმარტა, რომ ყველა გაცემული რეკომენდაცია დროს უსწრებს და მათი ეფექტი დროთა განმავლობაში გამოჩნდება.
"ეკლესიის კარი არ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისა...
სახალხო დამცველი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ქუჩაში მცხოვრებ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, ასევე ტუბერკულოზის მართვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამებში ჩართული პირებისთვის შეუფერხებელი სამედიცინო მომსახურების აუცილებლობაზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში - ადგილობრივ მონაცემთა ბაზები უსახლკარო პირთა შესახებ, ქვეყნის მასშტაბით 19 მუნიციპალიტეტში კი უსახლკარო პირთა დახმარების მიზნით რაიმე მიზნობრივი პროგრამები...
თბილისში სამ ლოკაციაზე სანოტარო მომსახურება განახლდა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება თითო ლოკაციაზე შეიძლება.
„დღეს დილიდან თბილისში სამ ლოკაციაზე განახლდა სანოტარო მომსახურების გაცემა. ეს არის ქორწინების სახლი უზნაძის ქუჩაზე, ეროვნული არქივი საბურთალოზე და ქორწინების სახლი იუსტიციის სახლის შენობაში. ასევე თითო ლოკაციაზე შესაძლებელია სანოტარო მომსახურების მიღება ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში....
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ამ დროისთვის რეგიონში თვითიზოლაციასა და კარანტინში არც ერთი ადამიანი არ ჰყავთ.
"ამ დროისთვის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში არ გვყავს არც ერთი პაციენტი თვითიზოლაციაში და კარანტინში, ყველა მოხსნილია უარყოფითი დიაგნოზით. სულ გვყავდა 72 პაციენტი, მათ შორის 67 თვითიზოლაციაში და 5 საკარანტინო ზონაში. მუნიციპალიტეტების მერებს მივეცი დავალება, დღეიდან, საჭიროების შემთხვევაში მაღალი რისკჯგუფის მქონე ადამიანების გადაადგილება, საკვებისა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































