საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
კომპანიის ცნობით, ამჯერად, კომპანია ტყიბულის წყლის გამწმენდი ნაგებობის პროექტირება–მშენებლობას იწყებს.
“ქალაქში არსებული წყლის გამწმნედი ნაგებობა გასული საუკუნის 70–იან წლებშია აშენებული. პროექტის ფრაგლებში სრულიად ახალი, თანამედორვე სტანდარტების შესაბამისი წყლის გამწმენდი ნაგებობა აშენდება. ობიექტი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 10 000–მდე ადგილობრივს მოემსახურება. გაუმჯობესდება წყლის მიწოდება და ხარისხი. პროექტს 4 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების დასრულება 2020 წლის ბოლოს არის დაგეგმილი”, – აღნიშნავენ კომპანიაში.