თბილისში ხილ-ბოსტნეულის დეფიციტი არ იქნება. მოვძებნეთ ალტერნატიული სამი სავაჭრო ცენტრი გლდანში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე და ორხევში, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიყიდება, - ამის შესახებ სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, თენგიზ კალანდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემაში „იმედის დილა“ განაცხადა. „ახალი სავაჭრო ობიექტი სთავაზობს თავის ფართს მათ ვინც ვაჭრობდა სხვა ბაზრებში. შესაბამისი პირობებით. ამ რეკომენდაციის იმედი გვაქვს რომ...
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას საკვები პროდუქტები გადაეცათ. ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, ამ ეტაპისთვის უკვე 3 000-მდე ოჯახმა მიიღო სურსათი და ასევე, კიდევ დამატებით 2 000-მდე ოჯახისთვის იგეგმება გადაცემა. გარდა დევნილთა ჩასახლებისა, სასურსათის მარაგი რამდენიმე ათეული ვეტერანის ოჯახსაც გადაეცა. "ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ რომ მოსახლეობას გარკვეული მარაგი მივაწოდოთ. ასევე, კერძო სექტორი აქტიურადაა ჩართული საქველმოქემდო ღონისძებებში და...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ დღეიდან საქართველოს აფთიაქებში ქვეყანაში წარმოებული პირბადეების გაყიდვა დაიწყო. „დღეიდან ჩვენი, ქართული წარმოების პირბადეები უკვე გავუსვით სააფთიაქო ქსელებში, 400 ათასი პირბადე საწყის ეტაპზე. დაახლოებით 2 დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს ეს პირბადეები. აქ საუბარი გვაქვს „ავერსზე“, „ფარმადეპოზე“, PSP-ზე და GPC-ზე. ეს 4 ქსელი არის ყველაზე ფართოდ...
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებული პირის კონტაქტებს იკვლევენ. ამის შესახებ გაგრის რაიონის დეფაქტო ხელმძღვანელმა ვალერი ჯანიამ განაცხადა, წერს ადგილობრივი მედია. მედიიც ცნობით, "მოსახლეობაში მომხდართან დაკავშირებით პანიკა არ აღინიშნება, უმეტესობა იცავს თვითიზოლაციის რეჟიმს, თუმცა, ჯერაც არიან მოქალაქეები, რომლებიც ხელისფულების მოწოდების მიუხედავადა, ქუჩებში გამოდიან". ამ ეტპაზე განიხილება გაგრის რაიონში კომენდანტის საათის შემოღების საკითხი, თუმცა, ჯანიას თქმით, საბოლოო გადაწვეტილება ჯერ არ მიუღიათ. ამასთან ერთად, გაძლიერებულია...
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქუჩები შიდა ქართლის ოთხივე ქალაქში მოირეცხება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. გამოცემის ცნობით, ქუჩების მორეცხვა შიდა ქართლში კასპიდან დაიწყება. "თუ წვიმამ არ შეუშალა ხელი, სამუშაოები დღეიდან კასპში დაიწყება," - განაცხადეს სამხარეო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით, ქუჩების მორეცხვა თბილისში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. თბილისის მერის ცნობით, ჯამში 50-მდე ქუჩა დამუშავდება. გზის სავალი ნაწილისა...
შემდეგი სტატია ქობულეთში შექმნილ სიტუაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ეპიდემიოლოგებთან ერთად სწავლობს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. სპეციალისტები სოფლის ამბულატორიასა და ქობულეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფებიან. მიმდინარეობს მედპერსონალის გამოკითხვა და მოკვლევის პროცესი, რის შემდეგაც გაირკვევა, ხომ არ ჰქონდა ადგილი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტის დროს მედიკოსთა შეცდომებსა და პროტოკოლის დარღვევის ფაქტს სამედიცინო დაწესებულებაში. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე პაციენტის ვიზიტი შედგა. დეტალები მოკვლევის...
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ონისა და ამბროლაურის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება მიმდინარეობს. სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად არის ჩართული. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „კოვიდ-19“ შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ამასთან, რეგიონში კარანტინსა და თვითიზოლაციაში არც ერთი პირი არ იმყოფება. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.  კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის,...
წინა სტატია შემდეგი სტატია ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს. როგორც ის "ფეისბუქში" წერს, ასევე მიდის პოლიტიკიდან. "2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა, ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა...
ჯივიპი ვაკის რაიონში, რადიანის ჩიხში წყალმომარაგების სისტემას სრულად ანახლებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები სრულად აღჭურვილია დამცავი ნიღბებითა და სხვა ყველა საჭირო ინვენტარით, რათა უსაფრთხოდ აწარმოონ სამუშაოები. მათივე ცნობით, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანია აგრძელებს სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით. „პროექტის ფარგლებში შეიცვალა 300 მეტრის სიგრძის ძველი, ამორტიზებული წყალარინების ქსელი. ამჟამად...
ოკუპირებული აფხაზეთი მდინარე ფსოუზე მიმოსვლას 20 აპრილამდე კრძალავს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებაშია აღნიშნული. ე.წ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა ეხება ყველას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ფსოუზე გადაადგილების უფლება მიეცემათ მხოლოდ დიპლომატებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ასევე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებს და სატვირთოს მძღოლებს. შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ოუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ...
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საგრანტო ფონდს ქმნის, რომელიც სტუდენტებს სხვადასხვა გზით დააფინანსებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სექტემბერში უნივერსიტეტი სტუდენტების მისაღებად მზად იქნება და საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის გადასახადი წელიწადში 2250 ლარი იქნება. KIU-ს რექტორის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, ეს არის თანხა, რომელსაც 100 პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი ფარავს და რომლის მოპოვებაც ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგების საფუძველზეა შესაძლებელი. "ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო...
აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს აგრარული ბაზრებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებში. კერძოდ, ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია: უზრუნველყოს მომხარებელთა/მყიდველთა ნაკადურობის დაცვა, რისთვისაც საჭიროა მკაცრად განისაზღვროს და გაიმიჯნოს ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელთა/მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით. ამასთან, დახურულ სივრცეში განთავსებული აგრარული ბაზრის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები და უზრუნველყოს დეზინფექტანტით მათი...
ლერმონტოვის ქუჩაზე სამსართულიანი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობდა, რა დროსაც კედელი ჩამოინგრა და სამი მუშა მსუბუქად დაშავდა. ისინი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. მათივე ცნობით, სამივე მუშა კლინიკაშია გადაყვანილი და სამივე მათგანი კონტაქტურია.
პატარა მეჯვრისხევში სკოლის მშენებლობა მალე დასრულდება, თუმცა რამდენიმე დღეა სამუშაოები ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის გამო შეჩერდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, შენობაში საკომუნიკაციო გაყვანილობების მონტაჟი დასრულებულია. "ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ ბლოკით მშენებლობის პროცესი დასრულებულია. შიგნით შეყვანილია ინტერნეტის, ვიდეოთვალისა და სიგნალიზაციის კაბელები. ასევე ელექტროენერგიის გაყვანილობაც თითქმის დასრულდა, ბოლოს რომ ვიყავი მისული ხარაჩოები ჰქონდათ მიდგმული, ალბათ გარედან ლესვაც უნდა დაეწყოთ მალე, მაგრამ რამდენიმე დღეა შეაჩერეს",  - გვითხრა ელენე ხუციშვილმა. ინფორმაციისთვის,...
ამ ეტაპზე რთულია ზომების დამატებით გამკაცრებაზე საუბარი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა. „ჩვენ გადაწყვეტილებებს იქიდან გამომდინარე ვიღებთ, თუ როგორი იქნება რეალობა 0ან რას ველოდებით მომდევნო დღეების განმავლობაში. შესაბამისად, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელზეც არის ხოლმე მოწოდებები. თუმცა, ამ ეტაპზე დამატებით, რამე კონკრეტული მიმართულებით გამკაცრება არ იგეგმება“, – განაცხადა კალაძემ. ამ განცხადებით კახა...
გორში არსებული კულტურისა და დასვენების პარკისთვის გასართობი ატრაქციონების შესაძენად მერიამ 800 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია სხვადასხვა დასახელების ატრაქციონების შეძენა-დამონტაჟებას გეგმავს. პრეტენდენტებს ტენდერში მონაწილეობის მიღება 8 მაისამდე შეეძლებათ, ხელშეკრულების ფარგლებში კი ატრაქციონების მიწოდება-მონტაჟი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. ახალი ატრაქციონების შეძენა და "ახალბაღში" დამონტაჟება, მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე, გასული წლის ბოლოს დაანონსდა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ