ლერმონტოვის ქუჩაზე სამსართულიანი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობდა, რა დროსაც კედელი ჩამოინგრა და სამი მუშა მსუბუქად დაშავდა. ისინი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. მათივე ცნობით, სამივე მუშა კლინიკაშია გადაყვანილი და სამივე მათგანი კონტაქტურია.