გორში არსებული კულტურისა და დასვენების პარკისთვის გასართობი ატრაქციონების შესაძენად მერიამ 800 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია სხვადასხვა დასახელების ატრაქციონების შეძენა-დამონტაჟებას გეგმავს.
პრეტენდენტებს ტენდერში მონაწილეობის მიღება 8 მაისამდე შეეძლებათ, ხელშეკრულების ფარგლებში კი ატრაქციონების მიწოდება-მონტაჟი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.
ახალი ატრაქციონების შეძენა და “ახალბაღში” დამონტაჟება, მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე, გასული წლის ბოლოს დაანონსდა.